ისტორიკოსი, ლუკა კარკაძე სოციალურ ქსელში სტალინის ფეონომენის შესახებ გზავნილს ავრცელებს:
“სტალინი გამორჩეული მრავალწახნაგოვანი პიროვნება იყო და მისი მხოლოდ წმინდანად ან სატანად წარმოჩენა არის სრული უვიცობა. ფაქტია, რომ იგი იყო უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მსოფლიოს უდიდესი საფრთხის გერმანული ნაციზმის განადგურების საქმეში, რის გამოც სწორედ მასთან თანამშრომლობდენენ იმ ეპოქის ცნობილი ლიდერები რუზველტი და ჩერჩილი, რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ სტალინის პიროვნული და პოლიტიკური სიდიადით.
სტალინმა ჯერ სამოქალაქო და შემდგომ მეორე მსოფლიო ომით გაპარტახებული უდიდესი სახელმწიფო ყოველგვარი დასავლური კრედიტის თუ ფულის გარეშე ორჯერ ააშენა, რაც ყველაზე ურთულესი საქმეა საერთოდ სახელმწიფო მოღვაწისთვის მითუმეტეს იმ დროს.
რაც შეეხება რეპრესიებს, ვინ უარყოფს, ამ ყველაფერს, რომ სტალინი იყო პროლეტარული დიქტატურის სახელმწიფოს მეთაური და სრულიად ახალი სოციალური ფორმაციის სახელმწიფო შექმნა,რომელსაც უამრავი დადებითი ჰქონდა მშრომელი ადამიანების სოციალური უფლებების უზრუნველყოფის კუთხით, მაგრამ სტალინის უტვინო მემკვიდრეებმა ვერ განახორციელეს ის შემდგომი აუცილებელი რეფორმები, რაც, სხვათა შორის, ჩაფიქრებული ჰქონდა თავად სტალინს და მის მემკვიდრეს ბერიას.
მას, რომ არ მოესპო ტროცკიზმი, რომელიც ფაქტიურად დასავლეთის აგენტურა იყო სსრკ-ში, მაშინ ევროპისა და აზიის სივრცე დიდი ხანია მათი სათარეშო გახდებოდა. ამიტომ ტროცკისტების ძლიერი დაჯგუფების მოსპობის აუცილებლობამ თავის სამხედრო ფრთით ტუხაჩევსკ-ბლიუხერის სახით გამოიწვია ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო მსხვერპლიც, თუმცა არც იმდენი, როგორც ბერავენ ფსევდოლიბერალები, რომ მილიონობით კაცი დახვრიტესო. სულ სიკდილით დაისაჯა 1922 წლიდან 1953 წლამდე 700 ათასი ადამიანი, მათ შორის იგულისხმება ჩვეულებრივი კრიმინალებიც.
ბრალდება იმაზე, რომ სტალინმა რატომ დაიპყრო საქართველოო, ეს არის მართლაც სასაცილო. დასავლეთის გამყიდველური პოლიტიკის შედეგად ბოლშევიკური რუსეთი ღრმად იყო შემოჭრილი უკვე კავკასიაში და სომხეთი და აზერბაიჯანი დაპყრობილი ჰქონდა, ამიტომ საქართველოს საკითხი გადაწყეტილი იყო. სტალინს, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწია ამ საკითხზე, მაშინვე შოვინისტად გამოაცხადებდნენ და მოსპობდნენ რუსი ნაციონალისტები. არც ეროვნებათა კომისრის თანამდებობა იყო დიდად გავლენიანი ლენინის ტროცკისტულ-ებრაულ პოლიტბიუროში და სადავო მიწების საკითხში საქართველოს ფუჭი მხარდაჭერით, მაშინვე ძირს გამოუთხრიდნენ. ისე, ნუ დაგვავიწყდება, რომ სტალინის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკამ თბილისი სომხების ქალაქიდან ნამდვილ თბილისურ ქალაქად აქცია. ასევე განახორციელა აფხაზეთში ქართველების მასობრივი ჩასახლება ბერიას ხელით.
საინტერესოა ასევე თვითონ პიროვნება. მის ბიბლიოთეკაში არსებული 2O OOO წიგნიდან ყოველ მათგანზე ნახეს სტალინის შენიშვნები. ბევრს კითხულობდა, ითვისებდა საუკეთესოს, თვითონაც ნიჭიერი იყო. თათბირებზე ჯერ სხვებს ალაპარაკებდა, აზრს გამოახატვინებდა, რაც მისაღები იყო, იწონებდა. საინტერესოა ის ფაქტი რომ, სტალინი დღეში დაახლოებით საშუალოდ 300 გვერდს კითხულობდა. ის ყოველთვის დაკავებული იყო თვითგანათლებით. მაგალითად, 1931 წელს, კავკასიაში მკურნალობისათვის ჩასულ იოსებს, ნადეჟდა ალილუევასთან გაგზავნილ წერილში, საერთოდ არ უხსენებია სიტყვა ჯანმრთელობის შესახებ. სამაგიეროდ თხოვდა, რომ გამოეგზავნა წიგნები ელექტროტექნიკისა და შავი მეტალურგიის შესახებ.
ასევე საინტერესოა როგორი იყო სტალინი გარეგნულად. ამაზე არსებობს ბევრი მოსაზრება, ბევრი ჭორი. თუმცა საინტერესოა ერთი საბუთი, ეს გახლავთ 1902 წლის 17 ივლისს ქალაქ ბათუმში ჟანდარმთა ცალკეული კორპუსის პოდპოლკოვნიკ შაბილსკისა და ბათუმის საქალაქო ექიმ ელიავას მიერ შედგენილი ოქმი სტალინის სხეულის დათვალიერების თაობაზე. ეს ოქმი ბევრ კითხვას სცემს პასუხს. ამ ოქმით ვგებულობთ ჰქონდა თუ არა ნაკლი დაბადებიდან იოსებ სტალინს, როგორი იყო ფიზიკურად და სხვა. 1902 წლისთვის იოსებ სტალინს არ ჰქონია არანაირი ფიზიკური ნაკლი და ამდენად, გავრცელებული ხმები, რომ სტალინი დაიბადა მნიშვნელოვანი ფიზიკური ნაკლით, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. შემდგომ წლებში სტალინის სხეულზე მართლაც შეინიშნებოდა ფიზიკური ნაკლი. ჟანდარმებმა ცემის დროს მას დაუზიანეს ნერვი, რის გამოც ძალიან უხერხულად ხმარობდა ხელს.
რა თქმა უნდა მისი დიდი დანაშაულია ქართველი ინტელიგენციის განადგურება და 37 წლის რეპრესიები, მაგრამ თუ არა სასტიკი რეპრესიები, ის საბჭოთა იმპერიას ვერ შეინარჩუნებდა.
ჩერჩილის სიტყვებს შეგახსენებთ – “მან ჩაიბარა კავის რუსეთი და დატოვა ატომის მქონე”…მან აიძულა ევროპა და ამერიკა ეღიარებინათ და პატივი ეცათ მისთვის. ის უდავოდ უნიჭიერესი ადამიანია და თავისი პოლიტიკური წონით მაღლა დგას ჩინგიზ ხანზეც და მაკედონელზეც.
სტალინს კი, მართლაც დიდი მსოფლიო მნიშვნელობის იდეები ჰქონდა და ამიტომ, ფაქტია, რომ მარტო საქართველოს მასშტაბის პოლიტიკოსი არ იყო. სტალინის საქმეების შესახებ საუკუნეები იმსჯელებენ. სტალინი სწორედ,რომ დიდი ისტორიული ფიგურა იყო. ჩვენ გვინდა თუ არა, მას მსოფლიო აღიარებს. მან, მსოფლიო ისტორიაში, უდიდესი ისტორიული ეპოქა შექმნა. სწორედ, რომ ნებისმიერი ერი იამაყებდა, მისნაირი პოლიტიკოსის ყოლით. ალბათ ჩვენთანაც მოვა დრო, როცა მას დააფასებენ თავის ნამოღვაწარის მიხედვით.
მე კი ჩემს სტატიას დავასრულებ სტალინის სიტყვებით, რომელიც მან წარმოთქვა 1943 წელს „მე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავთან ბევრ ნაგავს დაყრიან, თუმცა ისტორიის ქარი შეუბრალებლად გაფანტავს მათ“.