ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილს: „რუსულს რითი მიამსგავსეთ რეზიდენციის წინ ულამაზესი საახალწლო სოფელი გაუგებარია, მაგრამ თქვენი მსგავსება რუსის ნამესტნიკთან იდენტურია“

0
1100
25 Views

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ, დასავლეთი, საიდანაც პრეზიდენტი ჩამობრძანდა საქართველოში, ჯერ კიდევ ბნელ 70-იანებში, საბჭოთა ბანაკის მოქალაქეებს ასწავლიდა, რომ მშვიდობიანი მიტინგი და მანიფესტაცია, გამოხატვის ფუნდამენტური უფლებაა, მით უმეტეს თუ ეს ხდება სახელმწიფო შენობებთან.

“ჩემო” პრეზიდენტო!

დასავლეთი (საიდანაც თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში), ჯერ კიდევ ბნელ 70-იანებში, საბჭოთა ბანაკის მოქალაქეებს გვასწავლიდა, რომ მშვიდობიანი მიტინგი და მანიფესტაცია, გამოხატვის ფუნდამენტური უფლებააო, მით უმეტეს თუ ეს ხდება სახელმწიფო შენობებთანო.

თქვენთვის ეს არავის აუხსნია არც იქ და არც აქ?

“მოვარდნად” და “დანაშაულად”(როგორადაც თქვენ მონათლეთ), საპროტესტო აქციებს მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ.

ქ-ნო პრეზიდენტო, თქვენ თმენის ვალდებულება გამოიჩინეთ მაშინ, როდესაც ნაციონალები თქვენს რეზიდენციასთან გაგინებდნენ და პიროვნულ შეურაცხყოფას გაყენებდნენ.

როგორ ფიქრობთ, რომელ შემთხვევაში იყავით ადეკვატური?

არაადეკვატურობა თქვენი სისტემატური პრობლემაა თუ 29 დეკემბერი იყო გამონაკლისი?

პ.ს. რუსულს რითი მიამსგავსეთ რეზიდენციის წინ ულამაზესი საახალწლო სოფელი გაუგებარია, მაგრამ თქვენი მსგავსება რუსის ნამესტნიკთან იდენტურია“, – წერს ნანა კაკაბაძე.

Cesko