“ყო­ველ­თვის მი­ხა­რო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს…” – კახი კალაძე

0
475
15 Views

არა­ვის­თვის არა­ნა­ი­რი ჩუ­ქე­ბა არ მი­თხო­ვია – ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, ზვი­ად კუპ­რა­ვას შე­კი­თხვას,

რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კახა კა­ლა­ძეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ მო­უ­ვი­და, რაც მას მა­ხ­ა­თას მთა არ აჩუ­ქეს.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, მა­ხ­ა­თას მთა­ზე „არ­სე­ნა­ლის“ პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მი­წის ნაკ­ვე­თი თა­ვის დრო­ზე 20 მი­ლი­ო­ნად შე­ის­ყი­და. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას კი, ხელი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომმა შე­უ­შა­ლა.

“რაც შე­ე­ხე­ბა მა­ხ­ა­თას მთას, აქ სა­უ­ბა­რია „არ­სე­ნა­ლის“ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­მო­ვი­წყე და, რა თქმა უნდა, არა­ვის­თვის, არა­სო­დეს, არა­ნა­ი­რი ჩუ­ქე­ბა არ მი­თხო­ვია. თქვენ ვერ­ცერთ მა­გა­ლითს ვერ მო­იყ­ვანთ, რომ მე სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ბი­უ­ჯე­ტის­გან რა­ი­მე ერთი თეთ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ჩუქ­რად მი­მე­ღოს, ან რა­ღაც წა­მე­ღოს. გა­მო­რი­ცხუ­ლია ეგე­თი რამ! რაც შე­ე­ხე­ბა „არ­სე­ნა­ლის“ პრო­ექტს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ეს იყო ჩემი სურ­ვი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი. მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ აღ­ნიშ­ნულ მი­წის ნაკ­ვეთ­ში 20 მი­ლი­ო­ნი მქონ­და გა­დახ­დი­ლი ბი­უ­ჯეტ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, 2008 წელს მოხ­და ის, რაც მოხ­და. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს აგ­ვის­ტოს ომი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა ჩემ ქვე­ყა­ნას“, – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

  • დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

“რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­თან ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას, თუნ­დაც გა­ფუ­ჭე­ბას, იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი. მე ვცხოვ­რობ­დი იტა­ლი­ა­ში და რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ჩემს ქვე­ყა­ნას. ყო­ველ­თვის, როცა მეძ­ლე­ო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყო­ველ­თვის ჩა­მოვ­დი­ო­დი, აქ ვის­ვე­ნებ­დი, რად­გან აქ იყ­ვნენ ჩემი მშობ­ლე­ბი, ჩემი მე­გობ­რე­ბი და ყო­ველ­თვის მი­ხა­რო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს.

ეს ტრა­გე­დია მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს უბე­დუ­რე­ბა ჩა­ი­დი­ნეს ქარ­თვე­ლებ­მა. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, არა­სო­დეს გამ­ნე­ლე­ბია სიყ­ვა­რუ­ლი ჩემი ქვეყ­ნის და ხალ­ხის მი­მართ. ყო­ველ­თვის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ჩემს ქვე­ყა­ნას, მი­ხა­რო­და კარ­გი, რაც კეთ­დე­ბო­და და არა­სო­დეს არ ვი­ხევ­დი უკან, მეთ­ქვა ის სი­მარ­თლე, რაც პრობ­ლე­მა იყო და რაც მი­მაჩ­ნდა არას­წო­რად. თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ, მგო­ნი, ამას ჩემი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ სჭირ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

Cesko