ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება

0
521
18 Views

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას, ომიც შეწყდება. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიში იყო. ორბანის განცხადებით, უნგრეთი დადგა საფრთხის წინაშე, რომ ის ომში ჩაეთრიათ, ხოლო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ქვეყანა საშიში მიმართულებით მიჰყავს.

ორბანმა დაადასტურა უნგრეთის პოზიცია, რომ უკრაინაში აუცილებელია ცეცხლი შეწყდეს და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები.

„უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის. თუ ამერიკელებს უნდათ მშვიდობა, მშვიდობა იქნება“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პოზიციაზე საუბრისას, ორბანმა აღნიშნა, რომ ის „პროუნგრულია“.

„კითხვაზე, ისტორიის რომელ მხარეს ვართ, კარგის თუ ცუდის, პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ისტორიის უნგრულ მხარეს ვართ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით უკრაინას. ჩვენ დაინტერესებული ვართ სუვერენული უკრაინის გადარჩენით და იმით, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რუსეთთან ყველა ეკონომიკური ურთიერთობა დავთმოთ“, – განაცხადა ორბანმა.

Cesko