“ეს შოკისმომგვრელი სტატისტიკა პარლამენტის სხდომაზე გამოვიტანე და წავიკითხე- შედეგი: “კრავთა დუმილი”

December 27, 18:32
0
1124

ინფორმაცია განსჯისათვის ❗️❗️❗️
2010 წელს სასამართლო სისტემამ 18 354 სისხლის სამართლის საქმე განიხილა და გამამართლებელი განაჩენი დადგა მხოლოდ 18, ანუ 0.1 % ❗️❗️❗️
აქედან 14 000 პატიმრის ოჯახთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ანუ 14 000 ოჯახი აიძულეს ბანკის ან მევახშის ვალი აეღო და ამ ბანდისთვის ფული გადაეხადა პირობითი განაჩენისთვის ❗️❗️❗️
მმართველი პარტია, ამ საქმიანობით იყო დაკავებული ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რამდენიმე წელიწადში ჯამში 150 000 – ზე მეტი პრობაციონერი ყავდა ქვეყანას
ინფორმაციის წყარო:
უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარის მიერ, პარლამენტში წარმოდგენილი, “გაწეული საქმინობის ანგარიში” – 2010 წელი, ანგარიში პარლამენტში წარმოდგენილი იქნა 2011 წელს ❗️❗️❗️
P.S. ეს შოკის მომგვრელი სტატისტიკა პარლამეტის სხდომაზე გამოვიტნე და წავიკითხე ❗️❗️❗️
შედეგი : “კრავთა დუმილი” ❗️❗️❗️
არც რომელიმე “უფლებადაცველს”, დღეს რომ სიტყვების “რახა-რუხს” არ იშურებენ და არც კოლექტიურ “კუბილიუსებს”, ხმა არ ამოუღიათ, იყო ასეთი, აგრესიული სიჩუმე: “არსაიდან ხმა, არსით ძახილი” ❗️❗️❗️

პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია; სოციალური ქსელი

Cesko