რუსთავში დედამ და ბებიამ ბავშვი სცემეს. 15 წლამდე მოზარდსა და მის ოჯახის წევრებს, დედასა და ბებიას შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ ამბის შესახებ პოლიციას თავად მოზარდმა აცნობა.
აღნიშნული საკითხი სოციალურ ქსელში განხილვის თემა იყო და ჟურნალისტმა – ხატია სიჭინავამ თავისი მოსაზრება დააფიქსირა. მისი თქმით, „თუ ბავშვი რეკავს პატრულში, იმიტომ რომ სახლში დროზე მისვლა სთხოვე, შენ აღზარდე უპრინციპო, ყოველგვარ პიროვნულ თვისებებს მოკლებული ადამიანი“.
„მე ძალიან მკაცრი დედა ვარ, ჩემი არა, არის არა!ჩემმა შვილებმა იციან მშობლის, ოჯახის და საკუთარი თავის პატივისცემა.
თუ ვიტყვი, რომ გვიანია და სახლში უნდა იყვნენ, ისინი დარჩებიან სახლში. თუ ვიტყვი, რომ წვნიანი უნდა ჭამონ, რადგან სასარგებლოა, ხოლო შემდეგ შეუძლიათ მიირთვან რაც მოესურვებათ, ისინი ჭამენ წვნიანს. მაღაზიაში მეკითხებიან, შეიძლება თუ არა სასურველი ნივთის აღება და თუ ვეტყვი, რომ ფული არ მაქვს, მეორედ აღარ მიმეორებენ. როცა ოჯახში ვაწოდებთ ერთმანეთს თეფშს, ჩანგალს ან რამე ნივთს, ვუხდით ერთმანეთს მადლობას. კვების შემდეგ, ისინი მიხდიან მადლობას, რომ გემრიელი კერძი გავაკეთე.
სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველა აღნიშნავს, რომ კარგად აღზრდილი ბავშვები არიან.
ყველა წინადადების ბოლოს ჩვენ ვაყოლებთ „მიყვარხარ“.
ბავშვებმა იციან, რომ ზოგჯერ შეიძლება ჩვენ ვერ ვთანხმდებით აზრებში, მაგრამ ჩვენ მათთვის მხოლოდ კარგი გვინდა.
ბავშვის უფლებები არ არსებობს, რადგან არცერთმა ბავშვმა არ იცის როგორ გამოიყენოს ის.
თუ ბავშვზე ფიზიკურად ძალადობ, შენ ვერ შედექი მშობლად.
თუ ბავშვს ვერ აგებინებ ნათქვამს, სუსტი მშობელი ხარ.
თუ ბავშვი რეკავს პატრულში, იმიტომ რომ სახლში დროზე მისვლა სთხოვე, შენ აღზარდე უპრინციპო, ყოველგვარ პიროვნულ თვისებებს მოკლებული ადამიანი. (გამონაკლისი შემთხვევაა როცა ავადმყოფი მოძალადე მშობელი ყავს)
ბავშვს პიროვნულად ზრდის მშობელი და არა პირიქით. სიმკაცრე და დისციპლინა, ყველა ბავშვისთვის აუცილებელია, რომ შედგეს ძლიერ და სწორ პიროვნებად.
ეცადეთ ზღაპრული ბავშვობა ისე მოუწყოთ შვილებს, რომ ნამდვილი ღირებულელები არ დაუკარგოთ.
ასწავლეთ ბავშვს ეკლესიის გზა და არ დაგჭირდებათ სახლის გზის სწავლება.
მე მჯერა, ჩემი შვილები, ღმერთის წყალობით, პიროვნებებად და ადამიანებად გაიზრდებიან“, – წერს სიჭინავა.