“ჩვენი არც ერთი შვილი ცოცხალი არ იქნება, ცოცხლად დაგვწვავენ” – მოროშკინა მთავრობის წევრებს

December 26, 23:51
0
2912

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, “ალტ–ინფოს” ეთერში, სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილზე ხელმომწერებზე საუბრობს და ამბობს რომ იმ 320 000 ათას პატიმართან, ვინც წინა ხელისუფლების დროს იყო პატიმრობაში, ისევ აქვს კონტაქტი და ისინი ყველანი გარეთ გამოვლენ ოჯახის წევრებთან ერთად, თუ ამის საჭიროება დადგება.

ლალი მოროშკინა:

 

სიას იმხელას ავაფრიალებ, მთელ საქართველოს რომ გადაწვდება ზეწარივით, იმხელა სიის დაწერა შემიძლია. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენი არც ერთი შვილი ცოცხალი არ იქნება, ჩვენ არავინ ცოცხლებს არ დაგვტოვებს და ცოცხლად დაგვწვავენ. იმ შემთხვევაში, თუ ის საზარელი გეგმა განხორციელდა.

აღარ გვაქვს დრო, იმაზე ნაკლებად საშიში სიტუაცია არ არის, ყველას გავაფრთხილებ, რაც იყო 2011 წლის ნოემბერს. ქუჩაში გამოვალთ და როგორც ოცნება თავს ევლება ყველას და შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე… ვის ველოლიავებით, მაინტერესებს რა. რა ქნას პრემიერმა, რა ქნას მთავრობამ… ასეთი ადეკვატური, კაცთმოყვარე, ნორმალური მთავრობა ძალიან დიდი ხანია არ გვყავს და შეიძლება არც გვეყოლება. მოვიდა დრო, როდესაც მთავრობის წევრებმა უნდა გადახედონ თავიანთ ზედმეტად ლოიალურ პოლიტიკას, იმიტომ რომ მათი შვილებიც, ჩემ შვილებთან ერთად, იქნებიან მსხვერლნი, ჩვენ მოგვიტანეს სამსხვერპლოზე, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის გაშვების გეგმა და მერე მისი დაბრუნება უკან, როგორც მებრძოლის საქართველოს წინააღმდეგ… ეს ბანდერას ლეკვი, ეს ბანდერას ბანდა…

კიდევ ერთხელ გეუბნებით, უკრაინელებს თქვენ უნდა შეუწყვით დილომატიური ურთიერთობა, უნდა შეწყდეს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა, აპირებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას საქართველოში, გაუშვით ყველა უკრაინელი – ან უარი თქვან თავის ქვეყანაზე საბოლოოდ და დარჩნენ… გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად ერევა ჩვენ საქმეში. ახლა კი არ უნდა ვწყვეტდეთ ისე ამ ურთიერთობას, 2014–ში, როდესაც სააკაშვილს ია–ვარდი დაუფინეს და მთავრობაში მიიწვიეს… მართლა, თავმოყვარე ქვეყანა არა ვართ? ვინ ვართ?

Cesko