17 Views
რუსთავში, შვილის ცემის გამო, მამა დააკავეს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი მიმდინარეობდა, არასრულწლოვან შვილს 40 წლამდე მამამ დაურეკა და სახლში დროულად მისვლა სთხოვა. გოგონამ მშობელს რამდენიმე წუთით დარჩენა სთხოვა, რა დროსაც მამამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტის შესახებ პოლიციას თავად მოზარდმა აცნობა და ასევე გაუმხილა, რომ გასულ თვეში მას მამამ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
სამართალდამცავებმა მამა ბრალდებულის სახით დააკავეს.
წყარო: inforustavi. ge