“ისეთ რამეს დავწერ, არ დაიჯერებთ…ახლა ამას რომ ვწერ, ვკანკალებ…” – რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?

0
1414
18 Views

სოციალურიქ სელის მომხმარებელი, გული შარია ოკუპირებულ აფხაზეთში თავს გადამხდარ ამბავს სოციალურ ქსელში აზიარებს.

“მეგობრებო ახლა ისეთ რამეს დავწერ არ დაიჯერებთ. აფხაზეთში ჩარჩენილი რომ ვიყავი, ბაზარში აფხაზებმა დამიჭირეს და განყოფილებაში წამიყვანეს, როგორ მიცნეს არ ვიცი. შიგნით კიდევ ორი ქალი იყო და ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მოვიდა ჩემი რიგი და კარიც გაიღო, შემოვიდა აფხაზი შემომხედა და მკითხა, რა გვარი ხარო. მე ვუთხარი შარია.


ნათელა შარია ვინ არის შენიო, მე ვუთხარი ჩემი უფროსი და არის-მეთქი. ჩემგან გადაეცით ” სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავსო”. სახე გამინათდა გაკვირვებისგან. წადი Сестра და შენს თავს მიხედეო. ნათელა უკვე აღარ არის-მეთქი.მკერდში ხელი დაარტყა და სთქვა: ამ ქალმა მე შვილი
გადამირჩინაო. არ არსებობდა ადამიანი განურჩევლად ეროვნებისა მაგი რომ არ დახმარებოდა. მთელი ცხოვრება აფთიაქში მუშაობდა.
ახლა ამას რომ ვწერ, ვკანკალებ მაგისი სახელი და ადამიანობა დაუვიწყარი. ჩვენი უმადურ მთავრობას რა თქმა უნდა მაშინდელს სახელიც კი არ უთქვამთ, დაფასებას ვინ ეძებს. დღესაც ასეა ღირსეულებს დაფასება არა აქვთ. 25 დეკემბერს დაიბადა ჩვენი სახელოვანი, ჩვენი აღმზრდელი, ყველა და- ძმის გზაზე დამყენებელი ჩემი ნათელა! დიდება მის სახელს, დიდება,!”, – წერს გული შარია.
წყარო : https://tia.ge/

Cesko