“562 ნაცქალბატონის ფორმით და შინაარსით სამარცხვინო მოთხოვნა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, არც კი განიხილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში …”- მიმართვა პრეზიდენტს

0
4554
30 Views

მესამე და მეოთხე პრეზიდენტების ემოციური ლაბილობა, სუსტი ფსიქიკა და კუთხეში მიგდებულ, ფორმამიცემულ პლასტელინად ყოფნის “ბედნიერება” მიმყარებს ვარაუდს, რომ მეხუთე პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობაც არასტაბილურია და მოსალოდნელია პანიკური შეტევები.

მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული მოწოდება სასამართლოს მიმართ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე, ამას ადასტურებს.

სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ამჯერად, 562 ნაცქალბატონის (ნინო კასრაძე, ნანა ალექსანდრია, თამრიკო ჭოხონელიძე, ლელა წურწუმია, ბაია დვალიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ქეთი მატაბელი, ვერა ქობალია, თინა ბოკუჩავა, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, ეთერ ჭკადუა, სოფო ჭყონია, ნუცა კუხიანიძე, ხატია დეკანოიძე, ელენე ხოშტარია, ნაზი ჯანეზაშვილი, ნინო ქათამაძე, ირინა ონაშვილი, სოფიო ხუნწარია, სევდია უგრეხელიძე, ხატია შამუგია, მაია დარსმელიძე და სხვ.), ფორმით და შინაარსით სამარცხვინო მოთხოვნა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, არც კი განიხილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ ათი ათასობით მოქალაქის სამართლიან რისხვას.

სანამ მიხეილ სააკაშვილი ეწევა სიმულაციას, აბუჩად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს და მისი უსასტიკესი რეჟიმის მიერ დაზარალებულთა მიმართ, არ გააჩნია არანაირი თანაგრძნობა, ის უნდა იყოს – ციხეში. კატეგორიულად დაუშვებელია, დადგენილი წესების დაუცველად, მსჯავრდებული პირის ქცევის და მომავალში, სახელმწიფოსთვის შესაძლო ზიანის მიყენების გაუთვალისწინებლად, მის მიმართ გამოყენებულ იქნას პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება შეწყალების თაობაზე.

P.S. “მას ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში. ეს არ შეიძლება საკამათო იყოს! ჰუმანურობა მოითხოვს ! ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საკითხია! ბოლოს და ბოლოს, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება. ეს სასწრაფოა! ეს აუცილებელია!” – წერს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი.

მაია ელოშვილი, ფილოლოგი; სოციალური ქსელი

 

Cesko