რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, როგორც რუსეთს, ისე დასავლეთს, ჩვენ უფრო მეტად ვჭირდებთ, ვიდრე პირიქით – რევაზ კილასონია

0
533
13 Views

“Win-Win Game ანუ გეოპოლიტიკავ ძალსა შენსა”
——————————————————————-
განვითარებული გეოპოლიტიკური პროცესები, ჩვენთვის ხსნის სრულაიდ ახალი შესაძლებლობების ფანჯარას.

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, როგორც რუსეთს, ისე დასავლეთს, ჩვენ უფრო მეტად ვჭირდებთ, ვიდრე პირიქით.
25 თებერვალს გაცხადებული საქართველოს პოზიცია, რომ ჩვენ არ შეუერთდებოდით რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. სანქციებს, რუსეთისთვის იყო პოზიტიური პოლიტიკური ნიშანი და მას არა აქვს მხოლოდ პრაქტიუკული მნიშვნელობა, მას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. და თუ დავაკვირდებით, რუსეთში განვითარებულ პროცესებს ჩვენდამი, მივხვდებით, რომ დამოკიდებულება შეცვლილია, სადაც ჩვენი პოლიტიკური წონადობა და სუვერენიტეტი რუსეთის თვალში, ძალიან ამაღლებულია.
რაც შეეხება დასავლეთს, ახალი რეალობა, მას აიძულებს მოიძიოს ახალი ენერგო რესურსები, რომლის ერთერთი მიმართულება აზერბაიჯანული და ცენტრალური აზიის ენერგო რესურსებია, რომელმაც სწორედ საქართველოზე უნდა გაიაროს.
ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი:
1) ელექტრო კაბელის პროექტი, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველო და შავი ზღვა.
2) რამდენიმე დღის წინ პრემიერის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის მშენებლობა უნდა დასრულდეს და რომლის 51% წილის მფლობელი, სწორედ სახელმწიფო უნდა გახდეს,
3) სახელმწიფომ, ასევე მთლიანად გამოისყიდა ხუდონჰესის პროექტი და სწორედ ის იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის განხორციელებაზე.
ეს ფაქტები მიანიშნებს იმას, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა, დასაველთისთვის “საქართველოს პოლიტიკური ფასი”, სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
ჩამოთვლილი ფაქტბი კი, გვაძლევს პროცესებზე მანევრირების სშუალებას, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა უზრუნველხყოს ჩვენი სუვერენულობის განმტკიცება.
თუმცა, აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი.
განსაკუთრებით რუსეთის ინტერესები.
ჩამოთვლილი ენერგოპროექტების განხორციელება, ვერ მოხდება რუსეთის ინტერესების იგნორირებით და რუსეთის ე.წ. “სტრატეგიული თანხმობის” გარეშე.
ამიტომ, საკთხი უნდა დადგეს ასე-
დასაველთი იღებს ჩვენგან, ესედოენ საჭირო, ენერგო რესურსებს, საქარველომ კი, დასავლეთისგან უნდა მიიღებს პოლიტიკურ პროცესებზე ჩაურევლობის გარანტია.
მაგ:. შეწყვიტოს იდეოლოგიური ზეწოლა,
შეწყვიტოს ჩვენი, როგორც “პოლიტიკური ბრძოლის საშუალებად” გამოყენება,
შეწყვიტოს “ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით” მანიპულირება.
თუ ეს ასე დალაგდა, რუსეთი, მის სამხრეთ საზღვრებთან, ავტომატურად იღებს უსაფრთხოების გარანტიებს.
შესაბამისად ყველა მხარე მოგებულია:
1) საქართველო იმაღლებს პოლიტიკურ სუვერენულობას და იღებს ეკონომიკურ პრეფერენციებს, როგორც დასავლეთისგან, ასევე რუსეთისგან. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამან უნდა გამოიწვიოს ჩენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც, რა თქმა უნდა რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმების საფუძველზე.
2) დასავლეთი იღებს საჭირო ენერგო რესურსებს,
3) რუსეთი იღებს ესოდენ საჭირო უსაფრთხოების გარანტიებს.(თუმცა, აქ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი პოლიტიკურ დონეზე “თავს უსაფრთხოდ” რომ გრძნობდეს, მას აქ უნდა ყავდეს ოფიციალური პოლიტიკური დასაყრდენიც, რომელიც უმაღლეს დონეზე გააჟღერებს სწორედ მის ინტერესებს)
ასეთი შანსი, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ჯერ არ ჰქონია.
ამ შემთხვევეაში ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი იდეოლოგიური ქვეტექსტები, ურაპატრიოტული ჭნთვები თუ ფსევდო-დემოკრატიული დამუნათებები- მთლიანად უნდა იქნას უგულებელყოფილი და ფსონი უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ რეალურ, გეოპოლიტიკურ მოცემულობებებზე და შექმნილ ვითარებაზე.
თუ ამ შანს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ და არ გადავდგამთ ზუსტად და სწორად გათვლილ დიპლომატიურ ნაბიჯებს-არსებობს საშიშროება, რომ დავკარგოთ არათუ სუვერენიტეტი, არამედ სახელმწიოფოებრიობაც კი, არაფერს ვამბობ, ეკონომიკურ დივიდენდებზე.
უნდა გვახსოვდეს- საგარეო პოლიტიკაში ჩვენ არ გვჭირდება ისეთი დოგმების შექმნა, რომლებზეც ნებისმიერი სახის მსჯელობაც კი, დაუშვებლად მიიჩნევა. მსგავსმა იდეოლოგიური ქვეტექსტებით ნაკვებმა პოლიტიკამ, ეს ისტორიული შანსი არ უნდა დაგვაკარგვინოს!!!
სწორედ ამ ფაქტების ერთობლიობა ქნის ე.წ. Win-Win Game-ის ვითარებას.
აი რა შეუძლია სინამდვილეში გეოპოლიტიკას!!!

რევაზ კილასონია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
სოციალური ქსელი

Cesko