ექსკლუზივი! – სკანდალური სია და სკანდალური ფაქტები!!!

0
1321
28 Views

წერილი „ალიას“
პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ ყოველთვის უანგაროდ, ობიექტურად და სრულიად მიუკერძოებლად ამბობთ სიმართლეს. სწორედ ამიტომ ავირჩიე „ალია“ და ვაპირებ სრულყოფილად მოგიყვეთ, ვინ და რატომ შექმნა სასამართლოს კლანი, ვინ არიან რეალურად დღეს სასამართლოს კლანის სათავეში და როგორ იმართებოდა და იმართება ეს კლანი. როგორ ღებულობდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში მოსამართლეები გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე და როგორ ღებულობს ახლა სასამართლო ხელისუფლება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და საერთოდ ვინ ღებულობს გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებებს.

თავდაპირველად მინდოდა ეს წერილი ისე გამომექვეყნებინა, რომ საკუთარი ვინაობა არ გამემხილა, მეც ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა, მეშინია იმ „მხეცების“, ვინც სასამართლო ხელისუფლებაში და ძალოვან (პროკურატურის) სისტემაში არიან მოკალათებულნი. რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროსაც იქ იყვნენ მოკალათებული და ახლაც აგრძელებენ ე.წ. სამართლის მსახურებას. სინამდვილეში კი, მაშინ ისინი სააკაშვილ–ადეიშვილის მონები (მსახურები) იყვნენ და ახლა ივანიშვილის (კობახიძის) მხეცები (მსახურები) არიან. შეიძლება თამამად ითქვას, რომ პირსისხლიანი ჯალათის – მიხეილ სააკაშვილის და მისი სისტემის ყველაზე საშინელი ფიგურის, ზურაბ ადეიშვილის მიერ 2003–2012 წლებში, საქართველოს მოსახლეობაზე განხორციელებული ტერორის – ნულოვანი ტოლერანტობის, მთავარი
განმახორციელებელი პირები, სწორედ ის მოსამართლეები იყვნენ, რომლებსაც ქვემოთ ჩამოვთვლი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მოსამართლეები, რომლებიც 2003–2013 წლებში სასამართლოში მუშაობდნენ, თითქოს უცოდველი კრავები იყვნენ, მათ კისერზეც არის უამრავი ადამიანის ცოდვა. „ნულოვანი ტილერანტობა“ ვახსენე და გაგახსენებთ, რომ მ. სააკაშვილის რეჟიმმა 2003–2012 წლებში დაიჭირა და ციხეში ჩასვა საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლოების (განსაკუთრების მამაკაცების) მესამედი. ანუ, 300 000 (სამასი ათას) კაცზე მეტი. იმასაც გაგახსენებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოვიდა (მოვიყვანეთ) დაპირებით, რომ სამართლიანობას აღადგენდა.

ვინ დაარღვია მოქალაქეთა უფლებები? პროკურორებმა, რომლებსაც ბრალი წაუყენეს, მოსამართლეებმა, რომლებიც კონკრეტული წესით ყრიდნენ ხალხს ციხეებში და პოლიციელებმა, რომლებიც სცემდნენ, არბევდნენ, იარაღს და ნარკოტიკს უდებდნენ, აშინებდნენ, ან ატერორებდნენ მოქალაქეებს, რა იქნა დაპირება სამართლიანობის აღდგენაზე? აქვე გეტყვით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 200 (ორასამდე) პატიმარი, პარლამენტის (პოლიტიკური ამნისტიით) გათავისუფლდა და ისინი ოფიციალურად პოლიტპატიმრად გამოცხადდა. იურიდულად განვმარტოთმ თუ რას ნიშნავს პოლიტპატიმრად გამოცხადება – ეს ნიშნავს, რომ რეჟიმმა (ნაცმოძრაობის) უკანონოდ დააკავა, უკანონოდ ბრალი წაუყენა და უკანონო განაჩენით გაასამართლა ის პირები და ჰყავდათ უკანონო პატიმრობაში. ახლა ვთქვათ, ის პოლიციელები, ვინც ეს პირები უკანონოდ დააკავა, ის პროკურორები, ვინ ამ პირებს უკანონოდ ბრალი წაუყენა და ის მოსამართლეები, ვინც ეს პირები უკანონო განაჩენებით დამნაშავეებად გამოაცხადა და ციხეებში გამოკეტა, ეს ადამიანები, პოლიციელები, პროკურორები და
მოსამართლეები, რატომ არ მისცა ახალმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პასუხისგებაში?! იქნებ იმიტომ, რომ მასაც სჭირდებდა ე.წ. „ისპალნიტელები“? (ანუ მონები), ვინც მათ დავალებებს უსიტყვოდ შეუსრულებდა. ისე ცნობისთვის, ხელისუფლებას შევახსენებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, უკანონო დაკავება, უკანონოდ ბრალის წაყენება და უსამართლო განაჩენის გამოტანა, სისხლის სამართლის დანაშაულია და მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, ის უდანაშაულო ბიჭებს (მისი მეგობრები) ჯერ დიდუბის სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შარაძემ გირაო შეუფარდა, ხოლო შემდეგ აპელაციის მოსამართლე კარლო ბზიშვილმა დააპატიმრა,იმიტომ რომ ზემოდან იყო დავალება, ის ბიჭები რომ სრულიად უდანაშაულოდ ამყოფეს პატიმრობაში, ვეკითხები ხელისუფლებას, პროკურორები, რომლებმაც ამ პირებს ბრალი წაუყენეს, და მოსამართლეები, რომლებმაც განაჩენი დააყენეს, რატომ არ არიან გასამართლებული? პასუხი ერთია – იმიტომ რომ დღეს თქვენ გემსახურებიან…. კიდევ ერთი – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადგინდა, რომ ხელისუფლების ყველა შტო, პროკურატურა – ადეიშვილი, შ.ს.ს. – მერაბიშვილი და ახალაია და სასამართლო, ერთად მონაწილეობდნენ უსამართლობაში და გაყალბებაში. გეკითხებით ხელისუფლებას, სად გადამალეთ ამ საქმის მოსამართლე გია ჩემია, ან რატომ დააწინაურეთ ამ საქმის პროკურორები? უფრო მეტიც, გირგვლიანის საქმის მოსამართლე, ვინც მათ სასჯელი შეუმსუბუქა, ლევან მურუსიძე – 2013 წელს იუსტიციის საბჭოს მდივნად თქვენ არ დააყენეთ??! და ახლაც ეს მურუსიძე არ მართავს სასამართლო სისტემას??! გაგახსენებთ, ვინ იყო მურუსიძე, მურუსიძე ის მოსამართლეა, ვინც სულხარ მოლაშვილის საქმეზე ხედავდა ნაწამებ, ნაცემ და გაუბედურებულ პატიმარს და თვალებს იბრმავებდა, ყურებს იყრუებდა და უკანონო განაჩენი დააყენა. სხვათა შორის, ამ საქმეზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევა. გეკითხებით ხელისუფლებას, რატომ არ არის გასამართლებული მურუსიძე??! პასუხი ერთია – ის თქვენ მხარეს გადმოვიდა და ახლა თქვენ დავალებებს ასრულებს.
კიდევ ვიკითხოთ, გახსოვთ ე.წ. მუხროვანის ბუნტის საქმე, ამ საქმის პროკურორები და მოსამართლეები რატომ არ არიან დასჯილი? ისინი ხომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტპატიმრებად და დაზარალებულად ცნო? მე გიპასუხებთ, იმიტომ რომ მოსამართლე ჯემალ კოპალიანი ის მოსამართლეა, რომელმაც 2005 წელს ლევან მურუსიძეს და 2006 წელს მერაბ ჯორბენაძეს მუშაობა ასწავლა (ერთ კაბინეტში
ისხდნენ – ჯერ კიდევ სასამართლოს შენობა რომ არ იყო გარემონტებული და ვაკე–საბურთალოს გზაზე ე.წ. სამხედრო შტაბის შენობაში, რომელიც მერე ბენდუქიძემ იყიდა, იქ იყვნენ შეყრილები). მერაბ ჯორბენაძეზე გამახსენდა, ეს ის მერაბ ჯორბენაძეა, რომელიც მოსამართლედ იმიტომ დანიშნეს, რომ მისი მამის ბიძაშვილი, ომარ ჯორბენაძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ორჯერ იუსტიციის საბჭოს წევრი, ვალერი ცერცვაძის, ზურაბ ადეიშვილის, კოტე კუბლაშვილის, ზაზა მეიშვილის მეგობარი და ერთ–ერთი ყველაზე ერთგული ფიგურა იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა. ვისაც გახსოვთ, ომარ ჯორბენაძის მოსამართლეობა, გაიხსენეთ რომ სწორედ ის იყო სააპელაციო სასამართლოში ერთ–ერთი მთავარი ფიგურა და სწორედ მის კისერზეა ნაციონალური რეჟიმის დროს ათასობით ადამიანის დაპატიმრება, რადგან იგი იყო 1999 წლიდან 2004 წლამდე ჯერ საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე, ხოლო 2004–2009 წლებში ამ კოლეგიის თავმჯდომარე. მე უშუალო თვითმხილველი ვარ, რომ იქ შესული საჩივრების 99% არც კი იხილებოდა ისე ეუბნებოდნენ უარს განხილვაზე. მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი, სწორედ მისი თანაშემწე იყო ლევან მურუსიძე 1999–2004 წლებში. მისი თანაშემწე იყო ასევე მოსამართლე მაია თეთრაული, რომელმაც ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ისეთი განაჩენი გამოიტანა, რომელიც ნაც. მოძრაობის ხელისუფლებას აწყობდა. ისევ მერაბ ჯორბენაძეს მივუბრუნდებთ, მერაბ ჯორბენაძის მეჯვარეა ლევან მურუსიძე. ახლა ხომ გასაგებია, რატომ ზის ეს „საინტერესო“ ფიგურა სააპელაციო სასამართლოში, იმავე თანამდებობაზე (სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში) უვადოდ, სადაც მანამდე 2009–2018 წლებში მისი ბიძაშვილი და ხელდამსხმელი ომარ ჯორბენაძე იჯდა. სხვათა შორის, მასთან დაკავშირებით ერთი კარგი ფაქტი გამახსენდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს, ამჟამად პატიმარი მიხო სააკაშვილი პარლამენტში რომ შევარდა და ფაქტიურად, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, მათ უკან იდგნენ აწ. გარდაცვლილი კობა დავითაშვილი, გელაშვილი კოტე და მერაბ ჯორბენაძე, რომელსაც ეამაყებოდა, რომ მიშასთან ერთად შევარდა პარლამენტში. სხვათა შორის, მერაბ ჯორბენაძემ გაასამართლა პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, რომელიც პოლიტპატიმარი იყო მიშას დროს. ხელისუფლებას ვეკითხები, თუ აღიარეთ რომ მიშას რეჟიმი უკანონოდ ასამართლებდა მაშინ, მურუსიძე, ჯორბენაძე და თეთრაული, ან სხვები, პასუხისგებაში რატომ არ მიეცით. პასუხი ერთია, ეს არის კლანი, კლანი, რომელიც თქვენს დავალებებს ასრულებს.
ასე მაგალითად, მერაბ ჯორბენაძემ ე.წ. დამოუკიდებელი ტელევიზიის, „მთავარი არხის“, ნაც ჯალათი პროკურორი ნიკა გვარამია, მეორე ეპიზოდშიც დამნაშავედ ცნო და 3,6 (სამი წლით და ექვსი თვით) პატიმრობაში დატოვა. ვინ ესხდნენ მას გვერდით – ნაც.ჯალათი დავით მამისეიშვილი და მაღლაკელიძე. მამისეიშვილი ნაც. მოძრაობის დროს ჯერ ხელვაჩაურის სასამართლოს, ხოლო მერე ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარე იყო, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ის რომ დავალებების საუკეთესო შემსრულებელი არ ყოფილიყო, ვინ დანიშნავდა სააპელაციო სასამართლოში??!
მაგრამ ისევ მერაბ ჯორბენაძეს უნდა დავუბრუნდეთ. რატომ მოხვდა ეს საქმე მაინცდამაინც მერაბ ჯორბენაძესთან – ფაქტია, რომ იგი ლევან მურუსიძის ახლობელია, ომარ ჯორბენაძის ბიძაშვილია და ადვილად მიაღებინებდნენ იმ განაჩენს, რაც მათ აწყობდათ. თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს განაჩენი უშუალოდ ამ მოსამართლეებს არ მიუღიათ. მათ დაწერილი განაჩენი მიუტანეს და გამოაცხადებინეს. მე მერაბ ჯორბენაძეს დაბადებიდან ვიცნობ, მას როცა ძალიან ეშინია ან ძალიან ნერვიულობს, სახეზე წითლდება და თვალების უპეები უშავდება. უყურეთ ტელევიზიით მერაბ ჯორბენაძის მხრიდან განაჩენის გამოცხადებას და მიხვდებით, რომ განაჩენის გამოცხადებისას, იგი ძალიან ნერვიულობდა. რატომ ნერვიულობდა??! იკითხავთ თქვენ. იმიტომ ნერვიულობდა, რომ ნიკა გვარამია ერთ–ერთი ის პირია, რომელმაც 2006 წლის 6 თებერვლის სხდომაზე, ვალერი ცერცვაძესთან ერთად, კოტე კუბლაშვილთან და სხვებთან ერთად, მხარი დაუჭირა მის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას. ნიკა გვარამიამ კარგად იცის, ვისი თხოვნით და რის გამო დაინიშნა ეს, არაფრით გამორჩეული ყოფილი ადვოკატი, მოსამართლედ, მაგრამ როგორც იტყვიან, ნიკა გვარამიას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა თავისი საქციელი. მისმა დანიშნულმა კაცმა დაუმძიმა განაჩენი, მაგრამ საკითხავია, იცის, თუ არა ნიკა გვარამიამ და საზოგადოებამ, რომ მერაბი ჯორბენაძის დიპლომი აა004304 რომელიც გაცემულია 1997 წელს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „იბერიას“ მიერ, შეიძლება არ შეესაბამებოდეს მაგისტრის დიპლომს, რადგან გამოსარკვევია 1997 წელს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „იბერიას“ დიპლომის გაცემის დროს ჰქონდა თუ არა აკრედიტაცია და ლიცენზია. თუ არ ჰქონდა, გამოდის, რომ ყველა განაჩენი, რაც 2006 წლიდან დღემდე აქვს გამოტანილი მერაბ ჯორბენაძეს, გასაუქმებელია. მე, რა თქმა უნდა, არ გამოვდგები ნიკა გვარამიას დამცველად, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა
გვარამია იმ საქმეებზე უნდა გაგესამართლებინათ, რაც მან ნაც. მოძრაობის დროს პროკურორობისას ჩიდინა, უნდა გაგესამართლებინათ იმედის ტელევიზიის, მთაწმინდის პარკის წართმევის და სხვა საქმეებზე. მაგრამ ვერ გაბედეთ, რადგან ჯერ ერთი, იგი მოყვებოდა ყველაფერს დღეს მოქმედი პროკურორებისა და მოსამართლეების შესახებ, მეორეც – მას ხელს აფარებდნენ აშშ–ის ევროსაბჭოს და ევროკავშირის მაღალჩინოსნები. სწორედ ეს არის ღალატი „ქართული ოცნების“ მხრიდან 2012 წელს გაცემული სამართლიანობის აღდგენის დაპირებისა, საქართველოს მოსახლეობის მიმართ და განსაკუთრებით იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც 2012–2013, 2014–2015 წლებში დაახლოებით 52 000 (ორმოცდათორმეტი ათასი) საჩივარი შეიტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. რა შეიცვალა??! არაფერი. ნაც–პროკურორები დააწინაურეს, ადეიშვილ–კეზერაშვილის კადრები დააწინაურეს და რეჟიმის გამპრავებელი მურუსიძე–ჩინჩალაძე და ძმანი მისნი დააწინაურეს და უვადოდ დანიშნეს.
მაინც რა, ან ვინ არის სასამართლოს კლანი, ვინ შექმნა ის და რას წარმოადგენს დღეს?
სასამართლო კლანი შექმნეს მ. სააკაშვილმა, ზ. ადეიშვილმა, ვ. ცერცვაძემ, კ.
კუბლაშვილმა, ზ. მეიშვილმა, ო. ჯორბენაძემ, ლ. მურუსიძემ, მ. ჩინჩალაძემ და სხვა
პირებმა, რომლებსაც ქვემოთ ჩამოვთვლი, ისინი ამ კლანში იყვნენ და არიან მთავარი მოქმედი პირები და ე.წ. ლიდერები და შემსრულებლები. სასამართლო კლანის შექმნა დაიწყო მ. სააკაშვილმა და ზ. ადეიშვილმა ჯერ კიდევ 1997–98 წლებში, როდესაც მათ ე.წ. სასამართლო რეფორმის ჩატარება დაიწყეს. რეფორმის პირველ ტალღაში დანიშნეს მათთვის მისაღები და მართვადი მოსამართლეები, მათ შორის, ზ. ადეიშვილის კურსელი და მეგობარი, ომარ ჯორბენაძე, ამას მოჰყვა მერე 2003 წელს „ვარდების რევოლუცია„ და ომარ ჯორბენაძეს, ზაზა მეიშვილს და ვალერი ცერცვაძეს ჩააბარეს კადრების გამოჭედვა. ვალერი ცერცვაძე იუსტიციის საბჭოს წევრი იყო და საბჭოს მდივანი, ზაზა მეიშვილი ჯერ აპელაციის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მერე უზენაესის მოსამართლე. ცერცვაძე მანამდე მთავარ პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე იყო და მერე დაინიშნა იუსტიციის საბჭოს მდივნად. მერე კი, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა მაინც კონსტანტინე კუბლაშვილი იყო, მაგრამ კადრების გამორჩევა და მათი წარდგენა მაინც ომარ ჯორბენაძეს ევალებოდა. იგი 1999–2004 წლამდე კოლეგიის მოსამართლე, ხოლო 2004–2009 წლებში ამ კოლეგიის თავმჯდომარე, 2009–2018 წლებში კი სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე იყო. იგი იყო ასევე იუსტიციის საბჭოს წევრი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის უცვლელი ლექტორი 10 წლის განმავლობაში, მისი გამოზრდილები არიან დღეს მოქმედი მოსამართლეების უმრავლესობა, მაგრამ ეს კიდევ არ არის მთავარი, მისი თანაშემწეები, მურუსიძე, თეთრაული და არდაზაშვილი მოსამართლეებად მისი რეკომენდაციით დანიშნეს. მისი ყოფილი მდივნებიც მოსამართლეები არიან. თუმცა, სასამართლო კლანის ერთ–ერთ მთავარ ფიგურად მაინც ვ. ცერცვაძე და მიხეილ ჩინჩალაძე უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ მანამდე უნდა ვთქვათ, რომ 1995–2005 წლებში საგამოძიებო კოლეგიის თბილისის საოლქო სასამართლოს ყველა თანაშემწე, ვასიკო მშვენიერაძე, თემური გოგოხია, გიორგი გოგინაშვილი და მანუჩარ კაპანაძე 2005–2006 წლიდან უცვლელი მოსამართლეები არიან და მაშინდელ და დღევანდელ სასამართლო სისტემაში ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და ახლაც იკავებენ. მაინც რამ განაპირობა მათი ასე დაწინაურება? ფაქტი ერთია, ისინი ომარ ჯორბენაძის გამოზრდილები არიან, ლევან მურუსიძის მეგობრები არიან და წარსულშიც და ახლაც უსიტყვოდ ასრულებდნენ დავალებებს, ასევე მათი გუნდის წევრია გიორგი ებანოიძე, რომელიც ჯერ საოლქო–სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციაში მუშაობდა და მერე დანიშნეს მოსამართლედ, მერე ბოლნისის სასამართლოს თავმჯდომარედ.
ამ ჩამონათვალში მაინც ერთი ფაქტია მთავარი – მიხეილ ჩინჩალაძე ადეიშვილის დროს მცხეთა–მთიანეთის სამხარეო პროკურატურის პროკურორი იყო და სწორედ ადეიშვილმა დანიშნა ჯერ მოსამართლედ და მერე 10 წელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. სწორედ მიხეილ ჩინჩალაძემ წაიყვანა მასთან პროკურორებად 2004–2005 წლებში ლევან მურუსიძე, ვასილ მშვენიერაძე და თემურ გოგოხია, ასევე იმ დროინდელი პროკურატურის პროკურორი შიდა ქართლში (გორში) იყო დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი. თუ გავყვებით დღეს მოქმედი მოსამართლეების ბიოგრაფიების შესწავლას, აღმოვაჩენთ, რომ მათი უმრავლესობა, 95%, 1999–2012 წლებში იყვნენ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანაშემწეები, მდივნები, უზენაესი სასამართლოს თანაშემწეები, მდივნები და ადეიშვილის პროკურატურის ყოფილი პროკურორები. მე ვეცადე, რომ უფრო დეტალურად ამეხსნა „ალიას“ მკითხველისთვის, ვინ სად მუშაობდა 1999–2012 წლებში, ამ მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 27.09.2022 წელს, 01.02.03.04.05. წერილებით, გამოვითხოვე დეტალური ინფორმაცია, რაზედაც 09.11.2022 წელს, №817/2963–03–ო პასუხით, იუსტიციის საბჭომ მიპასუხა, 10 წლის წინათ წარმოებული 40–მდე მოქმედი მოსამართლის შესახებ ინფორმაციის დამუშავებისთვის იუსტიციის საბჭოს არ აქვს შესაბამისი ადამიანური რესურსი. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, შენ ვისი ტიკი ტომარა ხარ, არ მოგაწვდითო. ამ პასუხის თაობაზე რამდენჯერმე ვესაუბრე იუსტიციის საბჭოს აპარატის თანამშრომლებს და მათ რეაქციებს აქ ვერ მოვყვები, რადგან ისინიც სხვის, ანუ კლანის დავალებებს ასრულებდნენ.
და ბოლოს, კარტს გავხნი, მე ზურაბ ჯორბენაძე ვარ, წარსულში ცნობილი ადვოკატი, კაცი, რომელი საკუთარი ძმის, ომარ ჯორბენაძის თანხმობით, 2010 წელს იმიტომ დამიჭირეს, რომ ვერ გამაჩერეს, ვაგინებდი ადეიშვილს და სასამართლო სისტემას, მერე ჯოჯოხეთი გამომატარეს, რომელზეც არაერთი სტატია და წერილი დავწერე. 2010–2020 წლებში, 10 წელი მასამართლებდნენ. იმ ხალხმა, რომლებიც მიშას, ადეიშვილს და ნაციონალებს ემსახურებოდნენ, ბიძინა ივანიშვილის ბანაკში ამოჰყვეს თავი. მე კარგად მახსოვს ომარ ჯორბენაძე, მერაბ ჯორბენაძე, ლევან მურუსიძე და სხვები როგორ აგინებდნენ ბიძინა ივანიშვილს და აქებდნენ და ადიდებდნენ მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. დღეს ისინი „ქართული ოცნების“ მთავარი დასაყრდენი პირები არიან.

მინდა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ – მათ უღალატეს და თხასავით გაყიდეს მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი. მათ თხასავით გამყიდეს მე, საკუთარი ძმა და ბიძაშვილი, გაფრთხილებთ, ისინი მორიელები არიან, რაც არ უნდა სიკეთე გაუკეთო, მაინც დაგგესლავენ. გახსოვდეთ, ისინი „მამალი“ ნაცინალები არიან, მათთვის არ არსებობს რაიმე წმინდა და ამაღლებული, ისინი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის, კომფორტისთვის, კარიერისთვის და ფულისთვის – დიდი ფულისთვის მუშაობენ. და თუ დასჭირდებათ, თქვენც გაგყიდიან, დაუფიქრებლად გაგყიდიან – გიღალატებენ. ახლა ჩამოგითვლით იმ მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ ნაც. მოძრაობას და რომელთა ყოფნაც სასამართლო სისტემაში საშიშია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რადგან მათ კისერზეა 300 000 (სამასი ათასი) ადამიანის ცოდვა, ისინი იგივეს აგრძელებენ ახლაც. აი, ეს არის სასამართლო კლანი:
ომარი ჯორბენაძე, კონსტანტინე კუბლაშვილი, ზაზა მეიშვილი, ვალერი ცერცვაძე, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ვასილ მშვენიერაძე, თემურ გოგოხია, მანუჩარ კაპანაძე, გიორგი გოგინაშვილი, გიორგი ებანოიძე, მამია ფხაკაძე, მაია თეთრაული, ხატია არდაზიშვილი, ლელა ნოზაძე, ჯემალ კოპალიანი, სერგო მეთოფიშვილი, ლია ორკოდაშვილი, თამარ ჭუნიაშვილი, ეკატერინე გაბრიჭიძე, ირაკლი შენგელია, გელა ბადრიაშვილი, გელა ქირია, გიორგი არევაძე, მიხეილ გოგიშვილი, მანანა ჩოხელი, მზია ლომთათიძე, ბადრი კოჭლამაზაშვილი, ბესარიონ ტაბაღუა, გიორგი კერატიშვილი, ვალერიან ბუგიანიშვილი, ბესიკ ბუგიანიშვილი, ზვიად ესებუა, გერონტი კახეთელიძე, დავით მამისეიშვილი, ლავრენტი მაღლაკელიძე, გენადი მაკარიძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ვაჟა ფუხაშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, რევაზ ნადარაია, ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ნინო სანდოძე, მერაბ ღვინიაშვილი, მანუჩარ ცაცუა, მადი ჩანტლაძე, ნინო ელიეშვილი, ნონა ზარქუა, პაატა ნოზაძე, რომან ხორავა, ცისანა სირბილაძე, მარინე ცერცვაძე, ტარიელ ტაბატაძე, შორენა ჯანხოთელი, არარატ ესოიანი, სალიხ შაინიძე, გიორგი გრატიაშვილი, თამარ ბეჟანიშვილი, გიორგი მაისურაძე, ნათია ბარბაქაძე.

ესენი არიან ის ბირთვი ვინც „აპრავებდა“ ნაც. მოძრაობის არაადამიანურ რეპრესიებს 2003–2012 წელბში, მათ არც ბოდიში მოუხდიათ, არც პასუხი უგიათ და ახლაც აგრძელებენ დაავადებების შესრულებას. მათთვის სამართალი არ არსებობს და ნებისმიერ სისაძაგლეს მოაწერენ ხელს, ოღონდ თვითონ კარგად იყვნენ. დანარჩენი ყველაფერი ბლეფია, „ქართული ოცნების“ დროს არანაირი რეფორმა არ ჩატარებულა სასამართლოში, ამ ხელისუფლებამ უბრალოდ „გააპრავა“ ნაციონალური მოძრაობის დროს შექმნილი სასამართლოს კლანი, მისცა მათ ხელშეუხებლობა და თავის სამსახურში ჩააყენა. საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ ვამბობ, ფრთხილად იყავით, ხალხო, სასამართლო ხელისუფლებაში ნაციონალების დროინდელი ჯალათები არიან მოკალათებული, მე ვერ ვიპოვე სამართალი და თქვენ რა უნდა იპოვოთ. მე სამართლის ძიებაში 12 წელიწადი გავატარე, ყველა ინსტანციაში ვიჩივლე, ყველა თანამდებობის პირს მივმართე, მთავარ პროკურატურაში 100–მდე განცხადება შევიტანე, პრემიერ–მინისტრს არაერთი განცხადებით მივმართე, პარლამენტის ყველა თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, არაერთი წერილით მივმართე, სახალხო დამცველს, პარლამენტის წევრებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, პასუხი – 0. იცით, რატომ? ყველამ იცის, რომ სიმართლეს ვამბობ, მაგრამ არავის არ აწყობს ეს სიმართლე.

ახლა ისევ ხალხს და „ალიას“ რედაქციას მივმართავ:
პატივცემულო რედაქციავ! გთხოვთ, უცვლელად დაბეჭდოთ ეს წერილი, რათა ხალხმა
გაიგოს რას წარმოადგენს სასამართლოს კლანი. ხალხს მივმართავ, ხალხო, თქვენი
შვილების მომავალი საფრთხეშია, რადგან ეს „კლანი“ ისე გაწირავს მათ ციხისთვის,
როგორც გაწირეს ნაცმოძრაობის დროს ათასობით ადამიანი. ასევე მივმართავ უშუალოდ სასამართლოს „კლანს“ – ბატონო მურუსიძეებო, ჯორბენაძეებო და სხვებო, თქვენ კარგად იცით, ვინ ვარ მე, ისიც იცით, რომ სრულ სიმართლეს ვამბობ, მე არც ციხის და არც სიკვდილის არ მეშინია, მიდით, დამიჭირეთ, ან მომკალით. ეს ხომ თქვენი ხელწერაა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ დიდი უფალი – ღმერთი ყველაფერს ხედავს და თქვენ ადრე თუ გვიან ყველაფერი მოგეკითხებათ, მწარედ მოგეკითხებათ, როგორც აქ აქვეყნიურ ცხოვრებაში, ისე იქ, მარადიულ სასუფეველში. მოგიწოდებთ, შეინანეთ, აღიარეთ თქვენი ცოდვები, ითხოვეთ შენდობა ხალხისგან, სანამ გვიანი არ არის, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ ამის გაკეთება. მე თქვენ არ მძულხართ, პირიქით, მიყვარხართ, თქვენ ხომ წარსულში ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იყავით. დამიჯერეთ არაფრად არ ღირს არც თქვენი თანამდებობა, არც ის ფული, რასაც შოულობთ, არც ის ქონება, რაც დააგროვეთ. გახსოვდეთ ამ წუთისოფლიდან ვერაფერს წაიღებთ, აქ კი დაგრჩებათ ცუდი კაცების სახელი და ათასობით მაგინებელი. მოინანიეთ ბიჭებო, ითხოვეთ პატიება და ჩემი უფალი მოწყალეა, ყველაფერს შეგინდობთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გონიერება მოგცეთ ამ წერილის სწორად გასაგებად, თუ მაინც ვერ გაიგებთ, სწორად, გაცნობებთ, ამ წერილის დაწერამდე მთავარ პროკურატურას მივმართე და წერილობითი პასუხი ავიღე, რომ საქართველოს მასშტაბით, ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ მიმდინარეობს და ძებნაში არ ვარ. ასე რომ თუ აწი რამეს მოიფიქრებთ, შეგიძლიათ დამიჭიროთ, ან მომკლათ და კიდევ უფრო წაიწყმიტოთ სული.
პ.ს. ცნობისთვის, თქვენს გამზრდელ მასწავლებელს, ბატონ ომარ ჯორბენაძეს შეხედეთ, ის სწორედ იმ ცოდვების გამო იტანჯება, რაც ხალხის მიმართ და ჩემ მიმართ აქვს ჩადენილი. მან არ მოინანია, თქვენ მაინც მოიქეცით ღირსეულად, მოინანიეთ!

ზურაბ ჯორბენაძე
წყარო: ალია

Cesko