“ძალიან ძვრიფასი სახლია, მილიონები ღირს…” – ნახეთ როგორი სახლი აჩუქა მიშა სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს (ფოტოები)

0
5777
110 Views

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან საერთო შვილი, ელის-მარია ჰყავს.

ამასთან დაკავშირებით უკრაინულ მედიამ მიხეილ სააკაშვილზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტმა სოფო ნიჟარაძეს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა.

„როგორც ჩანს, სოფოს მიშასთან ძალიან დიდი ხანია ურთიერთობა აქვს. ადგილობრივი პრესა ხომ ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, სააკაშვილის დახმარებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული და მომავალში კულტურის მინისტრის პოსტს დაჰპირდნენ. თუმცა, საქმე ჭორებს არ გასცდა. როგორც ამბობენ, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს.

4 წლის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსმა მომღერალს ბინა ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად უყიდა. სააკაშვილს და სოფო ნიჟარაძეს უკანონო ქალიშვილი 2020 წლის ივნისში შეეძინათ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ოფიციალურად კვლავ სანდრა რულოვსზეა დაქორწინებული, რომლისგანაც ორი ვაჟი ჰყავს. ასევე შემოდგომაზე, მიხეილმა გამოაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო ლიზა იასკოსთან“, – წერია სტატიაში.

„სტრა­ნამ” გა­და­ი­ღო ფოტო, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია „იდუ­მა­ლი ქალი”, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის აპარ­ტა­მენ­ტებ­ში გა­მოჩ­ნდა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­კაშ­ვილს აქვს პენ­ტჰა­უ­სი ელი­ტა­რულ ცა­თამბჯენ­ში, რო­მე­ლიც შავ ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებს. აპარ­ტა­მენ­ტე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­დე­ნი­ლი, შავგვრე­მა­ნი ქალი ტრი­ა­ლებ­და, რო­გორც ჩანს, სა­უზ­მის შემ­დეგ მა­გი­დას ალა­გებ­და.

 

წყარო: pressnews.ge
Cesko