ძალიან მაგარი რამ დააანონსა 9-საათიანმა „მთავარმა“ – ლილუაშვილი-პრემიერად, გომელაური სუს-ის უფროსად და ღარიბაშვილი სახლში. ,,ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებების ახალი ტალღა იწყება, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ,,მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც გაბრიჭიძე წერს, მათი საშველი არ იქნება.
,,ძალიან მაგარი რამ დააანონსა 9-საათიანმა „მთავარმა“ – ლილუაშვილი-პრემიერად, გომელაური სუს-ის უფროსად და ღარიბაშვილი სახლში. ,,ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებების ახალი ტალღა იწყება. აქ უკვე მაყურებელს დაუტოვეს ფანტაზიის საშუალება. მაგალითად, წულუკიანი სოფლის მეურნეობის მინისტრად, რატი ბრეგაძე თავდაცვის და ა.შ. ანუ ვის როგორ აქვს გარეკილი, ისე შეუძლია იფიქროს. ეჰ, კარგია ფიქრი სამზარეულოში ჩაისთან და კარაქიან პურთან ერთად, მაგრამ კარაქი, რძე და ყველი ხომ რუსეთში წაიღეს სანქციების გვერდის ავლით. ეჰ, არ იქნება ამათი საშველი-თქო ვამბობ და არ გჯერათ“, – წერს გაბრიჭიძე.