“ოპერაცია ერთსაათიანი იყო… არ მაქვს ამ წუთას არც ძალა და არც ნერვები” – როდემდე რჩება გურამ შეროზია საავადმყოფოში და დაბრუნდება თუ არა ის “პრაიმ ჰაუსში”?!

0
2863
35 Views

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, გურამ შეროზიას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა მალე სატელევიზიო შოუს ისევ დაუბრუნდება.

„როგორც იცით, ოპერაცია გავიკეთე, რომელიც სასწრაფოდ დამჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთ მაქვს და დღეს გავიგებ, როდის გამწერენ. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავბრუნდები „პრაიმ ჰაუსში“ და გავაგრძელებ ბრძოლას, განსაკუთრებით, ფინალისთვის.

ხალხს მინდა ვუთხრა, არ შეშინდეთ, ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო კარგად იქნება. მალე, გამოვჯანმრთელდები,“ – გვითხრა შეროზიამ.

ცოტა ხნის წინ, გურამმა მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, ცოტა ხანში მეცოდინება როდის დავბრუნდები პრაიმ ჰაუსში.

შეხედვაც არ მინდა “იმ” ჯგუფში, რომელიც სავარაუდოდ ჩემს წინააღმდეგაა მომართული, ისეთ პოსტებს ადასტურებენ, ისეთ საშინელებებს იგონებენ, ა.შ.

ოპერაცია იყო 1-საათიანი, შესააბამისად სექტემბრის სქრინს რომ დებენ, 10 წუთიანი რაღაც გაიკეთაო, ათ წუთიანებზე არ აწვენენ. არ მინდა ყველა ცილისწამებას გამოვეხმაურო, არც მაქვს ამ წუთას არც ძალა და არც ნერვები.

გახსოვდეთ, როგორ ენერგეტიკასაც გააგზავნით კოსმოსში – ის დაგიბრუნდებათ, ჩემს გარშემო ალბაღ ამიტომ ხდება უმეტესად კარგი

მადლობა გულშემატკივრებს, შაბათის ლაივზე ერთად უნდა ვიზეიმოთ“, – წერს შეროზია.

Cesko