35 Views
რუსთაველის თეატრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ მსახიობ მურმან ჯინორიას ავადმყოფობის გამო მოიხსნა. ფაქტს ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გამოეხმაურა.
„ჰა მეთქი, მუურმან, ეგეთებს არ ვიყოთ! მალე გამოჯანმრთელდე უნდა! ამ სპექტაკლს აუცილებლად უნდა დავესწრო და უკან არ გამომაბრუნო ისევ“ – წერს ჩუბინიძე.
როგორც „პრაიმტაიმს“ მსახიობმა უთხრა, ვირუსის გამო სპექტაკლზე მისვლა ვერ შეძლო, ხოლო თეატრს 20 იანვარს დაუბრუნდება.