ხანძარი ბათუმში – ახალი დეტალები: შენობის ბოლო სართული მთლიანად ცეცხლშია გახვეული – ადგილზე 10 სახანძრო ბრიგადა იბრძვის

December 19, 07:34
0
513

ხანძარი ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე რესტორან “ვოქსში”, ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

რეტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს. ამ დროისთვის ცეცხლი მთელ რესტორანს მოედო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის შედეგად შენობიდან ცვივა ცეცხმოკიდებული სამშენებლო მასალებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა და ხანძრის მომენტში რესტორანში არავინ იმყოფებოდა.

ჯერჯერობით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზიც.

ფოტო: INFOBATUMI

Cesko