25 Views
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა, მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ გადაცემა „სთორში“ სკანდალური აღიარების გაკეთება მოუწია. მან პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და დაადასტურა, რომ მისი მეუღლის, აჩიკო ჯაფარიძის პირველი ოჯახი დაანგრია მაშინ, როდესაც მას უკვე 3 შვილის ჰყავდა.
„მას პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს. ამ ბავშვებთან მიმართებით დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება. დაუმსახურებლად ეტკინათ და ამ წყენაში ჩემი ხელი ურევია. უხერხულობას ვგრძნობ ყოველთვის, ახლაც მერიდება ამაზე საჯაროდ საუბარი. ყოველთვის მჯერა კარმის. არის ენერგეტიკა, რაც ბრუნავს და ტრიალებს. როცა ეს ნაბიჯი გადავდგი ვიცოდი, რომ რაღაც დაბრუნდებოდა“, – განაცხადა ქუთათელაძემ.
დაიჯესტი