VIDEO – მანქანამ, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ლაშა ტალახაძე სასტუმროში დაბრუნდა, სოციალური ქსელი გაამხიარულა

December 18, 09:11
0
1089

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში, მძლეოსნობაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა, ატაცში მან ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშას მესამე ცდაზე შტანგა დაუვარდა, თუმცა ვინაიდან მას 215კგ მეორე ცდაზე ჰქონდა აწეული, ლალაიანს კი მესამეზე, მსოფლიო ჩემპიონის წოდება მაინც ქართველს დარჩა. ცნობისთვის, მესამე ცდა მინასიანმაც ვერ დაძლია.

ტურნირის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორი მანქანით დაბრუნდა ლაშა ტალახაძე სასტუმროში.

 

წყარო: primetime.ge

Cesko