“როდესაც მიხეილ სააკაშვილს…” – ექიმის პირველი სულისშემძვრელი კომენტარი სააკაშვილის ვიდეოზე

0
1361
23 Views

ექი­მი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მიერ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა. რო­გორც იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს “პა­ცი­ენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის კად­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კის დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის ძა­ლი­ან უხე­ში დარ­ღვე­ვა იყო”.

“სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის­თვის ფო­ტოს გა­და­ღე­ბა მჭირ­დე­ბა იმ მიზ­ნით, რომ შემ­დეგ, მა­გა­ლი­თად, გა­მო­ნაყ­რის დი­ნა­მი­კის შე­და­რე­ბა შევ­ძლო, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ სახე არ ჩანს, და რა თქმა უნდა, ეს ფოტო მხო­ლოდ ჩემ­თან რჩე­ბა და არ­სად არ ვრცელ­დე­ბა, მა­ინც მკა­ფი­ოდ ვე­კი­თხე­ბი პა­ცი­ენტს ნე­ბარ­თვას. ეს ჩემი მო­გო­ნი­ლი მე­ტიჩ­რო­ბა კი არ არის, სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კის მკაც­რი მო­თხოვ­ნაა, რომ პა­ცი­ენ­ტის ფო­ტო­მა­სა­ლის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის (თუნ­დაც არ ჩან­დეს სახე), აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა. სახე შე­იძ­ლე­ბა არ ჩან­დეს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა სხვა რა­ი­მე მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ნი­შა­ნი გა­მოჩ­ნდეს ფო­ტო­ში (ხალი, ტატუ და ა.შ.).

ამი­ტომ ეთი­კის კა­ნო­ნი ამა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. მათ შო­რის სას­წავ­ლო მიზ­ნით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო/ვი­დეო მა­სა­ლის შემ­თხვე­ვა­ში. თუ სახე ჩანს და ფოტო/ვი­დეო მა­სა­ლის სა­ყო­ველ­თაო გა­ზი­ა­რე­ბა ხდე­ბა, ამა­ზე სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია.რო­დე­საც რა­ი­მე კვლე­ვას ვი­წყებთ, თუნ­დაც რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია არ ჩანს კვლე­ვა­ში, მა­ინც უნდა მი­ი­ღო ეთი­კუ­რი კო­მი­სი­ის დას­კვნა. ზო­გი­ერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გვჭირ­დე­ბა ხოლ­მე ასე­ვე მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის თან­ხმო­ბაც.

მოკ­ლედ, გუ­შინ პა­ცი­ენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის კად­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კის დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის ძა­ლი­ან უხე­ში დარ­ღვე­ვა იყო. თუკი ასე­თი სა­ყო­ველ­თაო ინ­ტე­რე­სის ქვეშ მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის კად­რე­ბი ასე მარ­ტი­ვად და უპ­რობ­ლე­მოდ ვრცელ­დე­ბა, რი­გი­თი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში რა მო­ლო­დი­ნი გვაქვს? აქ, ხაზს ვუს­ვამ, არ ვე­ხე­ბი პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბებს, ეს ჩემი სფე­რო არ არის და კა­ნო­ნებს არ ვიც­ნობ. რო­გორც რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, არც ის მომ­წონს, რო­დე­საც მე­დი­ა­ში, მა­გა­ლი­თად, ჭი­რი­სუფ­ლე­ბის კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ხდე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ აქ რა მე­დი­ა­კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს, არც ეს ვიცი და ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

აქ ვლა­პა­რა­კობ პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­თა დაც­ვა ჯან­დაც­ვის სფე­როს თი­თო­ე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა და რომ­ლის დარ­ღვე­ვას ექი­მებს ასე ად­ვი­ლად არ გვპა­ტი­ობს კა­ნო­ნი. ამი­ტომ ამ ფაქტს რე­ა­გი­რე­ბა ჭირ­დე­ბა, რომ სა­ყო­ველ­თაო სახე არ მი­ი­ღოს.” – წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. რო­გორც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლია ა.წ. აგ­ვის­ტო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე. ბოლო კად­რე­ბი თა­რიღ­დე­ბა 12 დე­კემ­ბრით და მას­ში ჩანს, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს დამ­ხმა­რე გა­და­სა­ად­გი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს.

Cesko