„მიკანკალებს ყველაფერი ისე ვარ განერვიულებული. ყოველდღე კარზე აკაკუნებს, თან კარს აწვალებს და სახლში შემოსვლას ცდილობს! ბავშვები საფრთხეში არიან…” – რა მოხდა ვარკეთილში?

0
1733
27 Views

სოციალურ ქსელში მომხმარებელი თბილისში, ვარკეთილში მომხდარ ფაქტზე წერს და მშობლებს მოუწოდებს, გააფრთხილონ ბავშვები, რათა არასრულწლოვნებმა უცხოებს კარი არ გაუღონ.

“მოგესალმებით! ამ პოსტს ვდებ, რადგან მინდა, გაგაფრთხილოთ მშობლები რომ რაც შეიძლება ყურადღებით ვიყოთ. ძალიან აფორიაქებული ვარ. ვცხოვრობთ სუხიშვილის ქუჩაზე.

12 და 13 წლის შვილები მყავს. მესამე დღეა ვიღაც ყოველდღე კარზე აკაკუნებს, თან კარს აწვალებს და სახლში შემოსვლას ცდილობს. ჯერ ვიფიქრეთ, რომ კარი შეეშალა მეზობელს იმიტომ, რომ მეც მომსვლია ესეთი რაღაც, მაგრამ, რომ დავაკვირდი, როცა უფროსები სახლში არ ვართ მაგ დროს მოდის, რო ბავშვები მარტო იყვნენ მაგ დროს. დღესაც იგივე განმეორდა. სამსახურში ვიყავით და ბავშვები მარტო იყვნენ სახლში, რა თქმა უნდა, კარი სულ ჩაკეტილი აქვთ ხოლმე და გაფრთხილებული მყავს, არავის გაუღონ და ისევ კაკუნის ხმა და თან სახელურს აწვალებს რო გააღოს და შევიდეს როგორმე. ბავშვმა დაუყვირა: აქედან თუ არ წახვალ, პოლიციაში დავრეკავო, მაგრამ ისევ აგრძელებდა და აწვალა კარი. ხმას არ იღებდაო. მერე ლიფტით ქვემოთ ჩასულა და წასულა. არ ვიცი, ეს რა ხდება. ხვალ პოლიციაში მივდივარ, უნდა განვაცხადო, რამე ზომები მიიღონ, თორე ისე არიან ბავშვები შეშინებულები, მეხვეწებიან სამსახურში წაგვიყვანე, როცა წახვალო. გთხოვთ, ყველამ გააფრთხილეთ ბავშვები, რომ კარი არავითარ შემთხვევაში არ გააღონ. ამასწინათ პოსტი ედოთ საბურთალოზეც იყო ესეთი შემთხვევა და ბავშვს რა აღარ უთხრა თურმე ვიღაც კაცმა, რო კარი გაეღო და რო არ უღებდა, დაემუქრა წყალს თუ არ მომაწვდი კარს შემოვანგრევო. მოკლედ, აღარ გავაგრძელებ. მიკანკალებს ყველაფერი ისე ვარ განერვიულებული. მომრავლდა მანიაკები და ბავშვები საფრთხეში არიან.

მშვიდობა გქონოდეთ ყველას, უფალმა დაიფაროს ჩვენი შვილები!”- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

Cesko