„გადაარჩინე მიშა“ – ევროპარლამენტარები აქციას მართავენ და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ

0
569
23 Views

15-ზე მეტი ევროპარლამენტარი სტრასბურგში, სესიის გახსნის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავს.

აქციაზე ევროდეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით და ბანერებით არიან მისული. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

აქცია-პერფორმანსში მონაწილეობას იღებენ ისეთი პირები როგორებიც არიან ვიოლა ფონ კრამონი და ანდრიუს კუბილიუსი.

„თუ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს კანდიდატის სტატუსი უპირველესი და უმთავრესი ნაბიჯი, რაც ამისთვის უნდა გააკეთოს, ეს არის სააკაშვილის ევროპაში გადაყვანის ვალდებულება. თუ რამე დაემუქრება სააკაშვილს ქართულ ციხეში, საქართველოს ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი. ხალხი ამ ქალაქში, ევროპარლამენტში აცნობიერებს რომ თუ საქართველოს სურს იყოს ევროპული ოჯახის წევრი, მიშას საქმე არის ტესტი“, – აცხადებს პერფორმანსის მონაწილე ერთ-ერთი ევროპარლამენტარი.

Cesko