“სააკაშვილი 1 წელს ვერ ძლებს დატუსაღებულ სივრცეში (არადა საპატიმროშიც კი არ ჰყავთ)
ვინ რა იცის რა სტკიოდა უსამართლოდ დაკავებულ ნორა კვიციანს საპატიმროში?
ვინ რა იცის რა ზეწოლებს გაუძლო ამ ქალმა გმირულად?
ვინ რა იცის რამდენჯერ არ გაუთვალისწინებიათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ანალიზებზეც კი არ წაუყვანიათ?
ვინ რა იცის რა დაზიანებებმა იჩინა თავი მისი განთავისუფლების მერე?
მეტირება რომ ვფიქრობ
როგორი ძლიერი ადამიანები გვეცლებიან ყოველდღიურად ხელიდან. ქვეყანაზე, ოჯახზე, რწმენაზე შეყვარებული კიდევ ერთი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, იმ ლაჩარი სააკაშვილი, რომლის სექტა დღეს გველაპარაკება ადამიანის უფლებების დაცვაზე.
ნორა კვიციანმა მისი ცხოვრებით მისი უსამართლო მსჯავრით, რომელსაც ღირსეულად გაუძლო, დაგვანახა კიდევ ერთხელ ჩვენ ყველას, რომ სააკაშვილისნაირ მილიონ მხდალ კაცმაცუნას, ერთი ძლიერი, უდრეკი ქალი, ნებისმიერ მომენტში აჯობებს!
დღეს ყველა ის ადამიანი განვიცდით, ვინც სექტის იქეთ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ.
ვიზიარებ საქართველო!”
სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი; სოციალური ქსელი