19 Views
მსახიობი, თათული ედიშერაშვილი, კოლეგებს, მსახიობებს, ორ მამაკაცს: თორნიკე გოგრიჭიანს და კახა კინწურაშვილს, რომელთა სცენური კოცნა სპექტაკლიდან ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თანადგომას უცხადებს და წერს, რომ ეს არტისტებს ვერაფერს დააკლებს.
“აიიი, ვინმე ნათია ბერიძეს რომ ვცემთ პასუხს და რამედ ვაგდებთ, ვუხსნით სრული სერიოზულობით, რომ ეს სცენიური კოცნაა, ან ვინ ეკითხება, ვინ ვის კოცნის. სრული იგნორი სიქაჯეს. ამ კარგ არტისტებს ვერაფერს დააკლებს კრებითი ნათიები”, – წერს მსახიობი.
ორი მსახიობის, თორნიკე გოგრიჭიანისა და კახა კინწურაშვილის ერთ-ერთმა სცენამ, სადაც მათ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სპექტაკლიდან ამ სცენის ვიდეოკადრები ჟურნალისტმა გაავრცელა.
წყარო: www.stily.ge