”ასე სასტიკად როგორ მოკლა მამამთილმა, 2 პატარა ბავშვი დაობლდა…” – ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც მამამთილმა სასტიკად მოკლა

0
5626
22 Views

აჭარაში, მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა შუადღისას, ქვედა სალიბაურში მოხდა. 40 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ახლობლები და მეგობრები მოკლული ქალზე სოციალურ ქსელში წერენ და ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.

როგორც ირკვევა, მამამთილის მიერ მოკლული ქალი თამუნა ჯიქიძეა.

გარდაცვლილს ქმარი და 2 შვილი დარჩა

„ჩემო თამუნია, ჩემო ცქრიალა და ყურადღებიანო ჩემო ბავშვობა, როგორ დაგვწყვიტე ყველას გული და გაგვანადგურე. ვაი, გული მეგლიჯება“,- წერენ სოციალურ ქსელში მეგობრები.

Cesko