ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გადაცემაში სტუდენტებთან ურთიერთობაზე ისაუბრა, თუ რამხელა ძალას ჰმატებენ ისინი მას. გაიხსენა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედიაც, რის მერეც ეგონა, რომ ერთ სიტყვასაც ვერ ეტყოდა სტუდენტებს, მაგრამ ისე დახვდნენ ახალგაზრდები, იმხელა ძალა მისცეს, რომ ყველაფერი შეძლო.
„არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ტრაგედიის მერე პირველად მივედი ლექციებზე, რა ქნეს ამ ბავშვებმა, სამ ჯგუფში მქონდა იმ დღეს შეხვედრა და არ ვიცოდი, თუ რამეს შევძლებდი. საოცრად თბილად დამხვდნენ და საოცარი სიყვარული დამანახვეს.
ყველა სამსახურის გარეშე წარმომიდგენია ცხოვრება, მაგრამ სტუდენტების გარეშე – არა. სტუდენტებთან დაშორება ყველაზე მეტად გამიჭირდება. იმედია, ეს არც მომიწევს“, – განაცხადა გადაცემაში “ჩვენი ოჯახი” წულუკიძემ.