VIDEO: როდის და როგორ იცვლება მართვის მოწმობის გამოცდა – დეტალურად

0
324
20 Views

საქართველო, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს, მათ შორის, იმ დირექტივების, რომელიც მართვის მოწმობის აღებას უკავშირდება. სწორედ ამ დირექტივების ფარგლებში დოკუმენტის აღება რთულდება. მართვის მოწმობის მსურველმა, მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებაც უნდა იცოდეს. ეს ცვლილება ძალაში 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.

მიმდინარე წლის აპრილიდან კი შეიცვალა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესი. მართვის მოწმობის მისაღებად, მსურველებს ორის ნაცვლად, სამი ეტაპის გავლა უწევთ. პირველია თეორიული ნაწილი, რომლის წარმატების ჩაბარების შემდეგ, მოქალაქე პრაქტიკულ გამოცდას მოედანზე ჩააბარებს, შემდეგ კი უკვე ქალაქში, რეალურ საგზაო პირობებში.

Cesko