”დირექტორი სკოლასთან იპოვეს გარდაცვლილი, ხევში ეგდო და……” – ახლახანს შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, მთელი სკოლა ტირის …

December 11, 16:44
0
5396

კასპის მუნიციპალიტეტში სკოლის დირექტორი გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ინფორმაციით, სოფელ გუდალეთის სკოლის ხელმძღვანელის ცხედარი თანასოფლელებმა, საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარედ, ხევში იპოვეს. ადგილობრივებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მას ფეხი დაუცდა, ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ სოფელ გუდალეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ელგუჯა მაღლაკელიძე წლების განმავლობაში სკოლაში, მეზობელი სოფლიდან, საფეხმავლო ბილიკით დადიოდა.

,,ჩემი დირექტორი, ვერ ვიჯერებ რომ აღარაა. რამდენი თაობა დაგვზარდა. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.“

,,ვიზიარებ, ძალიან დამწყდა გული😥 უფალმა გაანათლოს. როგორ გვიყვარდა და რამდენი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა“ – წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

ტრაგედია კასპის მუნიციპალიტეტში – საჯარო სკოლის დირექტორი ხევში გარდაცვლილი იპოვეს
Cesko