„ახლა სამსახურიდანაც მაგდებენ, ისე ცუდად გავხდი, სასწრაფო გამოვიძახე“ – რას ჰყვება მზია გეწაძე

0
790
25 Views

მომღერალი მზია გეწაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მას სამსახურიდან უსამართლოდ ათავისუფლებენ

„მოგახსენებთ ერთ ამბავს, ვმუშაობ ქუთაისში, რესტორან „მუხებში” ხვალ, ხუთშაბათს, ვიღაც ქალბატონს დაბადების დღე აქვს, მოვიდა სტუმარი და შეუკვეთა სუფრა. მუსიკოსები, რომლებიც მუშაობენ ამოარჩია, მან იმღეროს, მან არა, როგორც ჩანს, მე არ უნდა ვიმღერო, უფლება აქვს სტუმარს რომ მოვიდეს და შენივე სამსახურიდან გამოგაგდოს? წუხელ გამაგებინეს ეს ამბავი და ისე ცუდად გავხდი, სასწრაფო გამოვიძახე. მე ემოციური ქალი ვარ და როცა ასეთ შეურაცხყოფას მაყენებენ, პროტესტის გრძნობა მიჩნდება. ამ ვიდეოს ვწერ იმიტომ, რომ გაიგოთ რა ხდება ქუთაისში, რესტორან მუხებში, სადაც მე მაქვს აპარატურის წილი. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ იძულებული გავხდი სამსახურიდან წამოვიდე, ასეთ შეურაცხყოფას ვერ ავიტან. ვრჩები უსამსახუროდ იმის გამო, რომ თურმე სტუმარს მე არ ვუნდივარ, ძალიან მაინტერესებს ვინ არის ეს ქალბატონი, გავიგებ და აუცილებლად გავასაჯაროებ”, – ამბობს მზია გეწაძე.

Cesko