მძღოლი საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შეასკდა, ორივე ავტომობილი კი – გაჩერებულ ტრაილერს – არის მსხვერპლი

0
528
19 Views

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, ორივე ავტომანქანა კი, გაჩერებულ ტრაილერს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

წყარო: “აიპიენი”

Cesko