“მთელი გულით ვიზიარებ და ვწუხვარ ოჯახს გეფიცებით, რომ მცოდნოდა, ვიდეოს ნამდვილად არ ავტვირთავდი” – რა განმარტებას აკეთებს გივიკო დიდია

0
6715
29 Views

ბლოგერი, გივიკო დიდია, რომლის მიერ გამოქვეყნებულ სახალისო პოსტს “გუგუნობს ლანჩხუთი” საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, განმარტავს, რომ არ იცოდა, უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯაბა ხოფერიას ლანხუთში გადასვენების ფაქტის შესახებ.

“მე არ ვიცოდი, სამწუხაროდ, ამ წამს გავიგე მეგობრებისგან… მთელი გულით ვიზიარებ და ვწუხვარ ოჯახს გეფიცებთ, რომ მცოდნოდა, ვიდეოს ნამდვილად არ ავტვირთავდი”, – წერს გივიკო დიდია პოსტის კომენტარებში.

ცნობისთვის, უკრაინაში, ბახმუტთან გმირულად დაღუპული ქართველი მეომარი, ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია სამშობლოში 8 დეკემბერს ჩამოასვენეს, იმავე დღეს კი მშობლიურ სახლში, ლანჩხუთში გადაასვენეს.

წყარო: Tia.ge

Cesko