საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ბავშვს, რომელსაც საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, სინამდვილეში კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს, რაც საფრანგეთში დადასტურდა.
ნუგზარ სულაშვილის ინფორმაციით, პატარას ფრანგმა ექიმებმა 100%-იანი გამოჯანმრთელების გარანტია მისცეს.
,,სასიხარულო ინფორმაცია!!!
5 წლის ბავშვს, რომელსაც საქართველოში პროფესორებმა ავთვისებიან სიმსივნე დაუდგინეს და ითხოვდნენ ბავშვის სასწრაფო ოპერაციას (სიცოცხლის გადარჩენის მინიმალური შანსით) დღეს საფრანგეთმა კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინა და პატარას 100%-იანი გამოჯანმრთელების გარანტია მისცა.
ეს არის კიდევ ერთი, უვიცების ხელიდან გამოგლეჯილი ბავშვის სიცოცხლე.
სამარცხვინო ხართ ყველა, ვინც ბავშვების სიცოცხლე ბიზნესის წყაროდ აქციეთ!
ვინც ფინანსების გამო, ატყუებთ პაციენტის ოჯახის წევრებს და ანადგურებთ მატერიალურად, სულიერად, თუ მორალურად!
მე არ ვწერ პაციენტის ვინაობას. იმედი მაქვს ამ ბავშვის მშობლები, თავად დაწერენ და ამხელენ ჯალათ ექიმებს”, – წერს ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.