29 Views
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები: დედა გიული ალასანია და შვილები, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.
როგორც გიული ალასანია ვიდეოში საუბრობს, მისი შვილი სიკვდილის პირასაა და მას დახმარება სჭირდება.
“ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილები არიან და არ იციან რა ღონეს მიმართონ. ვთხოვ ყველას, გადამირჩინონ შვილი. მივმართავ ხელისუფლებას და ყველა არაგულგრილ ადამიანს. ვერ წარმომედგინა რომ ეს მომენტი დადგებოდა. საზოგადოების სოლიდარობის იმედი მაქვს”, – საუბრობს გიული ალასანია.
ვიდეოს დასასრულს ჩანს სააკაშვილის ყველაზე პატარა შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მას ტელეფონზე ურეკავს და მალე დაბრუნებას სთხოვს.
წყარო: fortuna.ge/