„მისი ქმარიც არ შეწინააღმდეგებია მის ამ გადაწყვეტილებას… ახლაც შოკში ვარ“ – რა შესთავაზა ამერიკელმა ბებომ ქართველ ემიგრანტს?

December 6, 17:50
0
1592
შორენა გოგოლაძე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ჟურნალისტს დიდი შრომა დასჭირდა სტაბილურ სამსახურამდე. რამდენიმე თვის წინ მან მეგობრებს სასიხარულო ამბავიც გაუზიარა, ის მალე გოგოს დედა გახდება. მისი ამბავი ასე არ დასრულებულა, როგორც ირკვევა ცოტა ხნის წინ სამსახურში წარმოუდგენელი შეთავაზება მიიღო.

 

„ეს პოსტი არ არის იმაზე, თუ რა კარგი გოგო ვარ მე. იმაზეა, რა კარგია, როცა ცხოვრებაში გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მადლიერების გამოხატვა, დანახვა იმის, როცა იმაზე მეტს აკეთებ, ვიდრე გევალება, როცა უბრალოდ ადამიანები არიან. ეს გეილია, ჩემი პაციენტი (ქეარგივერების ენაზე – ჩემი ბებო). ერთი წელიც არ არის, რაც მათთან ვმუშაობ. არ არის ტიპური მოხუცი, დემენციით ან ალცჰაიმერით. ბიზნესვუმენია, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი საქმე და სულ მუშაობს. ინსულტის გამო არ შეუძლია სიარული და ეს არის მისი ჯანმრთელობის პრობლემა.

 

როდესაც ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი და უნდა მიეღო გადაწყვეტილება, გავაგრძელებდი მუშაობას მასთან, თუ არა, მითხრა, რომ შენ ჩემი გოგო ხარ და შენი გოგოც ჩემი გოგოა, ამიტომ არსად არ გაგიშვებ, ჩემთან იქნებიო. მისი ქმარიც არ შეწინააღმდეგებია მის ამ გადაწყვეტილებას. გუშინ, არ ვიცი რატომ, ან საიდან გაუჩნდათ ეს აზრი, მისმა ქმარმა მითხრა, რას ფიქრობ, ბავშვი რომ გაჩნდება, ჩვენთან დარჩე, თუ შეძლებ ბავშვს და ჩვენ ერთად მოგვხედოო… ისეთი მოულოდნელი იყო, ცოტა ახლაც შოკში ვარ. ჰოდა დედამიწას სიყვარული კი არა, სიკეთე ატრიალებს…“ – წერს შორენა გოგოლაძე.
Cesko