21 Views
ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე დღეს, უკრაინაში გარდაცვვლილ მებრძოლებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“კიდევ ხუთი გმირი ჰყავს საქართველოს. ბიჭები, რომლებიც წუხელ ბახმუტში, უთანასწორო, ხელჩართულ ბრძოლაში შეაკვდნენ რუს ოკუპანტებს. ხელები არ აუწევიათ, ტყვედ ჩაბარება არ უფიქრიათ, ბოლო ტყვიამდე იბრძოლეს.
ბახმუტში საგიჟეთია, ისეთი ბრძოლებიაო, მწერენ ბიჭები. ვინც გამუდმებით წერთ ხოლმე, რუსები გარბიანო, კი არ გარბიან, მათი გაყრა უდიდეს სისხლისღვრად უხდება უკრაინის ჯარებს, რომლის ნაწილი ჩვენი ბიჭებიც არიან.
ავთო რურუა
ავთო რურუა
რომეო კვარაცხელია
ბადრი მარკელია
მერაბ ალადაშვილი
რომეო ფირჩხაია
დიდება თქვენს სახელებს, ბიჭებო!!!
მშობლიური მიწა გელოდებათ!!!”