დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

December 5, 12:14
0
362

5 დეკემბერს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ქერჩის, ბზიფის, ბორითის, ვარდისუბნის, თერგის, რიკოთის, გურამიშვილის, გომბორის, გმირ კურსანტთა და შეშლიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და მოსულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ მიკრორაიონების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ხევძმარის, თემქის და შეშლიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყარის, ხორნაბუჯის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ასმათის, დავარის, ოთხი ათასი მესხის, ნაკაშიძე-ორბელიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ავთო ვარაზის, გაბუნიების და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, მაყაშვილის, კერესელიძის, ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედნის (ნაწილობრივ), მაჭავარიანის, მელიქიშვილის, არაგვის, მილორავას, ბაქრაძის და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბორის მთის, გრიშაშვილის, ნიშნიანიძის, ორთაჭალის, გორგასლის, მეფე სოლომონ II და ნადიკვარის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი – 3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ თელასში.

Cesko