24 Views
ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად ცურავს და შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, ვერ გებულობს თუ როგორ შეიძლება ზღვის სანაპიროსთან ახლოს დახრჩობა. როდესაც ისინი გებულობენ ინფორმაციას, მსგავსი შემთხვევების შესახებ, ფიქრობენ, რომ მსხვერპლმა ცურვა არ იცოდა, ან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ამ შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი სულ სხვა რამაა.
აქ საუბარია ძალიან სახიფათო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ მოვლენაზე – უკუგდების დინებები, რომლებსაც ასევე «მქაჩველ ტალღებს» და «რიპებს» (ინგ. – rip current) ეძახიან. ასეთი დინებები (ტალღები) პლანეტის ყველა კუთხეში არის – მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზეც. მათთან გამკლავებას ჩვეულებრივ ადამიანები კი არა, პროფესიონალი მოცურავეებიც ვერ შეძლებენ, თუ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მასში მოხვედრის შემთხვევაში.
ყველაფერი უცაბედად ხდება: ჩვეულებრივ, ადამიანი ნაპირიდან გარკვეულ მანძილზე დაშორების შემდეგ, უკან ბრუნდება და ისევ სანაპიროსკე მიცურავს, მაგრამ მას ვერ უახლოვდება და შეიძლება პირიქით, უფრო დასცილდეს კიდეც… ადამიანი ცურვას აგრძელებს და ძალისხმევას არ აკლებს, მაგრამ ყველაფერი უშედეგოა, ძალები ნელ-ნელა ელევა, ის პანიკაში ვარდება და თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, დაიღუპება. მსგავსი სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უპირველესყოვლისა, რიპის მოქმედების პრინციპის გაგებაა საჭირო. ზღვების და ოკეანეების ასეთი დინებები, ნაპირებთან მართ კუთხეს ქმნიან და უკუსვლის დროს, წარმოქმნიან ტალღას, რომელიც ნაპირთან მოსულ წყლის მასებს ზღვისკენ მიმართავენ. ყველაზე სახიფათოდ დაბალი სიღრმის მქონე ქვიშიანი სანაპიროები და ვიწრო ყურეები ითვლება. ამ უკანასკნელში, წყლის მაღალი წნევის გამო, უკუგდების ტალღის სიჩქარე 2, 5–3, 0 მ/წმ-ია. სქემატურად რიპი ასე გამოიყურება: სანაპიროსთან მოსული წყლის მასა, ზღვისკე, სანაპიროს პერპენდიკულარული მიმართულებით მოძრაობს.
უკუგდების «დერეფნები», სხვადასხვა ადგილზე, წყლის მოქცევის დროს ჩნდება: ტალღებს სანაპიროსკენ წყლის მასა მოაქვს, ხოლო შემდეგ, განსხვავებული სიჩქარით, წყალი ზღვაში ბრუნდება. სწორედ სხვადასხვა სიჩქარის ტალღებს შორის წარმოიქმნება უკუგდების დინებები. ჩვეულებრივ, რიპის დერეფანი ვიწროა, დაახლოებით 2-3 მ. სიგანის, ხოლო ტალღის სიჩქარე 4-5 კმ/სთ-ია. ეს სახიფათო არ არის, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს 50 მ. სიგანის და 200-400 მ-მდე სიგრძის რიპები, 15 კმ/სთ სიჩქარით! ასეთი ტალღები ხშირად არ წარმოიქმნება, მაგრამ მაინც ვითარდება დრო და დრო. სანაპიროზე ამ დინებების აღმოჩენა ზღვაზე დაკვირვებით შეიძლება: 1. სანაპიროს პერპენდიკულარულად არხი ჩნდება, აქაფებული წყლის სახით. 2. სანაპირო ზონაში ჩნდება მონაკვეთები, წყლის განსხვავებული ფერით: მაგ., ირგვლივ ყველაფერი ღია ცისფერი ან მწვანეა, ხოლო ზღვის ერთი ნაწილი – თეთრია. 3. წყლის მოქცევის ზოლში ტალღის 5–10 მეტრიანი წყვეტაა. თუ ზემოთ აღწერილი ნიშნებიდან რომელიმეს ხედავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, და უბრალოდ, თავი მოარიდეთ ასეთ ადგილებს. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სახიფათო რიპების 80% მოულოდნელად ჩნდება და ვიზუალურად არანაირად არ ვლინდება. ამ ტალღების განვითარება სანაპიროსთან ხდება და თუ თქვენ წელამდე წყალში ხართ და მით უმეტეს, თუ მკერდის მიდამოები გაქვთ წყლით დაფარული, რიპი თქვენს გატაცებას შეძლებს. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხეა მათთვის, ვინც ცურვა არ იცის, რადგან ისინი, სწორედ სანაპიროს მიდამოებში არიან ყველაზე ხშირად — უბრალოდ წყალში დგანან და არ ცურავენ. ამიტომ, თუ ცურვა არ იცით, არასოდეს ჩახვიდეთ ზღვაში მარტო, დაზღვევის გარეშე! ყველაზე მთავარი მომენტი ის არის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში მოხვედრის შემთხვევაში? უკუგდებოს ტალღაში ქცევის წესები: 1. ნუ ჩავარდებით პანიკაში! საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, რადგან ადამიანები, რომლებმაც მსგავს სიტუაციაში ქცევის წესები იციან, 99% არ იღუპებიან. 2. დაზოგეთ ძალები! არ არის საჭირო, მთელი ძალით, დინების წინააღმდეგ ცურვა და ენერგიის მარაგის ხარჯვა. ცურვა ნაპირის მიმართულებით კი არა, მის პარალელურად – გვედზე არის საჭირო. თუ რიპი ვიწროა (5 მეტრამდე), თქვენ იქიდან ძალიან მალე დააღწევთ თავს. 3. გაანალიზეთ! თუ სწორედ იცურებთ – ანუ პლიაჟის პარალელურად, მაგრამ თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ, ე. ი. რიპი განიერია (20 მ. და მეტი). და მაშინ, შეწყვიტეთ ცურვა! უკუგდების ტალღა, ჩეულებრივ, ხანგრძლივი დროით არ გრძელდება და 3–4 წუთის შემდეგ, ქრება. ამის შემდეგ, გაცურეთ გვერდზე 50–100 მეტრი, ხოლო ამის შემდეგ, მშვიდად და დასვენებით, ნაპირისკე. გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ: 1. რიპი ფსკერზე არ ჩაგითრევთ. ეს მორევი არ არის და ხშირ შემთხვევაში, ტალღა მოკლეა და დიდი სიჩქარით, მხოლოდ წყლის ზედა ფენები მოძრაობს, რომელსაც ადამიანი არა ფსკერისკე, არამედ ნაპირიდან ზღვისკე მიჰყავს! 2. რიპი ძალიან განიერი არ არის. მისი სიგანე არასდროს აღემატება 50 მეტრს. ხოლო უმეტეს შემთხვევაში, 10–20 მ. არის. სანაპიროს პარალელურად 20–30 მეტრის გაცურვის შემდეგ, მიხვდებით, რომ რიპიდან გახვედით. 3. რიპის სიგრძე შეზღუდულია. დინების სიჩქარე საკმაოდ სწრაფად ეცემა. «მქაჩველი» ტალღა ძალას იქ კარგავს, სადაც ტალღა პიკს აღწევს და დაშლას იწყებს. სერფერები ამ ადგილს «ლაინ აპს» (line up) ეძახიან. სწორედ იქ ელოდებიან ისინი, მომავალ ტალღებს.
წყარო : ინტერმედია