“ხელი დანით გაისერა და “ძმობის დამტკიცების” მოტივით გაკეთება მოთხოვა, უარის შემდეგ ერთ-ერთს დანა 4-ჯერ ჩაარტყა…” – გუშინ მომხდარი მკვლელობის დეტალები

0
3071
22 Views

მკვლელობა ამბროლაურში.

სოფელ მეორე ტოლაში მეზობელმა მეზობელი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა. ერთ-ერთმა პირმა მეზობელი დანით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან. სავარაუდო დამნაშავემ  ორი თანასოფლელი ტყეში ხის მოჭრაში დახმარების მიზეზით გაიყოლა.

ადგილზე მისვლისას კი საკუთრი ხელი დანით გაისერა და ძმობის დამტკიცების მოტივით მათაც იგივეს გაკეთება მოთხოვა. უარის შემდეგ მან ერთ-ერთს დანა 4-ჯერ ჩაარტყა.

მათთან მყოფმა კიდევ ერთმა პირმა გაქცევა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.  როგორც ადგილობრივები ყვებიან სავარაუდოდ ბრალდებული არამდგრადი ფსიქიკის მქონე პიროვნებაა, მან გვამის გადამალვაც სცადა , შედეგად სამართალდამცველებს გაუჭირდათ გარდაცვლილის მოძებნა.

Cesko