ოზურგეთში, 84 წლის ქალი, საკუთარ საწოლში ყელზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს

December 3, 12:53
0
677

წინასწარი ინფორმაციით, ქალს დაზიანებები  ბასრი საგნით აქვს მიყენებული. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით) არის დაწყებული. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Cesko