20 Views
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსახლეობის 78%-ზე მეტი ენდობა, – ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი იუწყება.
„პუტინის მიმართ ნდობის შესახებ კითხვაზე, გამოკითხულთა 78.1%-მა უპასუხა დადებითად, ხოლო პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების დონე იყო 74.1%“, – აღნიშნულია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთის მთავრობის მუშაობა დადებითად შეაფასა მოსახლეობის 48%-მა, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მუშაობა კი 51.6%-მა.
გამოკითხვა 21-27 ნოემბერს ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1 600 ზრდასრული ქალი და მამაკაცი.