“მარშუტკაში უცნობი კაცი ქალს ეუბნება თქვენი გადახდილია, მე ის ვარ თქვენთან რომ ვიწექიო, ყველამ ქალს გავხედეთ და მის რეაქციას დაველოდეთ”

0
7074
25 Views

სოციალურ ქსელში, თბილისის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში მომხდარი კურიოზი ქვეყნდება, რომელიც ინეტრენეტ სივრცეში დიდი მოწონებით სარგებლობს:

სამარშრუტო ტაქსიში ვსხედვართ. მძღოლმა გააჩერა. ჩამსვლელმა შუახნის მამაკაცმა, უკანა რიგში ქალბატონს გასძახა: – ქ-ნო ნანული, თქვენი ფული გადახდილია. – მომიკვდეს თავი, რატომ შეწუხდით, სამწუხაროდ, ვერ გიცანით. – მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდათ, გივი ვარ. ნანული წამოხტა ფეხზე და სანამ ხმას ამოიღებდა, მამაკაცი ჩავიდა. ატყდა „მარშუტკაში“ ჩოჩქოლი და ხითხითი. ნანული ფერდაკარგული იდგა.

რამდენიმე ხანში გამოერკვა და – უი, გამახსენდა, შარშან რეანიმაციაში ვიწექით მე რომ ფიბრომა ამომაჭრეს. მგზავრობის მთელი გზა, ნანული არ დამჯდარა და არ დაწყნარებულა, სანამ ყველას არ გააგებინა, რომ კი იწვნენ ერთად, მაგრამ საავადმყოფოში …
მართალი გითხრათ შემეცოდა. აშკარად წნევა ჰქონდა აწეული. ამ დროს არ იცი იტირო თუ იცინო. სანამ ჩავიდოდა მის ბიოგრაფიასაც გავეცანით. პედაგოგიური სტაჟით 40 წელი. უღირდა ახლა 80 თეთრის ეკონომიად ამდენი თავმართლება? – მაგ პროსტატის ამოჭრას, ნეტავ, ენა ამოეჭრათ გივი შენთვის, ჩაილაპარაკა და ჩავიდა ნანული ერთ-ერთ გაჩერებაზე. მგზავრებმა კი შვებით ამოისუნთქეს.

P.S. და მაინც რანი ვართ ეს ხალხი?“

წყარო: bbcnews.ge

Cesko