“განგებ არ ვატარებდით აქციებს”; “გრიგოლია სუსის ინფორმაციას ახმოვანებსო” – ინგა გრიგოლია და ნიკა მელია

0
724
27 Views

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, გადაცემა რეაქციაში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს და გიული ალასანიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, ამბობს:

ნიკა მელია:

-უკანასკენლი 4–5 თვის განმავლობაში, თავიდან ბოლომდე, მთელი ჩვენი ძალისხმევა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ძალისხმევა მიმართულია ჰუმანიტარულ საკითხებზე. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ ექსპერტები, როგორ ევროპიდან, ამერიკიდან და ქართველი მედიკოსებიც. პარტიული დღის წესრიგი, მოდიოდა თანხვედრაში ამ სრატეგიასთან. ბუნებრივად დადგა ამისი აუცილებლობა, როდესაც არ იჯერებენ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკასაც ვეღარ უძლებს. დღეს უკვე დაიდო ყველა მასალა და ადვოკატმა მიმართა სასამართლოს. მე ვფიქრობ, ამ ყველაფერს გულისხმობს ქალბატონი გიული, ეს არ არის პირველი მსგავსი ტიპის განცხადება არც მისგან, არც მიშასგან, ვიცოდით რა, რომ ბოლო თვეების მანძილზე ეს იყო პრიორიტეტი. რა თქმა უნდა აქციების გამართვა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი… დავინახეთ არაერთი ასეთი აქცია გამართულა, არ გამოიღო ის შედეგი, რომელიც უნდა გამოეღო, რჩებოდა გზა უკვე ძალადობრივი და რადიკალური ტიპის აქციებისა და აქაც ივანიშვილს, რუსულ ოლიგარქს რჩება გზა რეპრესიების გატარების და სად იქნებოდა აქ მიხეილ სააკაშვილის ინტერესი დაცული?

ინგა გრიგოლია:

–უფრო მეტად არ იაქტიურეთ იმიტომ… რა პრეტენზიებსაც ვისმენდით, რომ პარტია არ აატარებს აქციებს, ამას არ აკეთებდით იმიტომ რომ ელოდებოდით ამ დასკვნას?

ნიკა მელია:

–ჩემთვის და არამხოლოდ ჩემთვის, მნიშვნელოვანია შედეგი და არა პროცესი პროცესისთვის. შედეგი, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ. ხელისუფლება საწყის დღეებში ახერხებდა მცდარად დარწმუნებას საერთაშორისო მეგობრების, რომ ადგილი აქვს სიმულაციას, სპეკულაციას, დაფინანსებული მილიონობით დოლარით, ეს პროპაგანდა გარკვეულწილად შედეგს აღწევდა. ნაციონალური მოძრაობა, თავიდან ბოლომდე დაინტერესებული იყო სწრაფად დახსნილიყო სააკაშვილი ტყვეობიდან. სანამ სააკაშვილი არის ტყვეობაში, პრობლემები ნაციონალურ მორაობაში არ შემცირდება, ამას გულახდილად ვამბობ. მე ვისურვებდი, ყოფილიყო კონსოლიდირებული…

ინგა გრიგოლია:

–თუმცა, ყოველთვის კონსოლიდირებული არ იყო, ბევრ ადამიანს ჰქონდა პრეტენზია. რაკი თქვით, რომ პრიორიტეტი იყო დასკვნა დადებული, გკითხავთ, თქვენ მიშასთან ერთგვარი პოლიტიკური, პარტიული სტრატეგია, თუნდაც როგორც თავმჯდომარეს, განვლილი და შეთანხმებული გქონდათ? არსებობს ასეთი ინფორმაცია, თითქოს, როდესაც აქტიურობა დაგეგმეს თქვენი პარტიის წარმომადგენლებმა ვივამედთან, სააკაშვილისგან მიიღეს რაღაც წერილი, რომ აქცია არ გამართულიყო ვივამედის ტერიტორიაზე. ამ ინფორმაციას, რომელიც მე მოვყევი პირდაპირ ეთერში, მოყვა ძალიან მწვავე რეაქცია, გრიგოლია სუსის ინფორმაციას ახმოვანებსო, ახლა მე მინდა, როგორც თავმჯდომარეს ისე გკითხოთ, გამოაგზავნა თუ არა ეს წერილი სააკაშვილმა, რომ ვივამედის ტერიოტორიაზე მას არ უნდოდა აქცია?

ნიკა მელია:

–ძალიან გულწრფელად ვამბობ, ბოლო თვეების განმავლობაში, დიახაც, ნაციონალური მოძრაობის სტრატეგია გახლდათ, მუშაობა ძალიან აქტიური ყოფილიყო საერთაშორისო ფრონტზე, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი. არც ვმალავდით და არც არაფერია დასამალი, პრიორიტეტი გახდა ბოლო თვეების მანძილზე, ჰუმანიტარული მიმართულება, იმდენად მძიმეა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბევრს არ წარმოუდგენია და ნაციონალური მოძრაობა განგებ თავს იკავებდა სხვადასხვა ტიპის აქციების ჩატარებისგან თავს.

ინგა გრიგოლია:

–მიშასთან შეთანხმებული იყო? მიიღეთ, თუ არა, წერილობითი გზავნილი, რომ ვივამედის ტერიტორიაზე არ გამართულიყო აქცია? ტყუილია ეს ინფორმაცია?

ნიკა მელია:

–ვივამედის ტერიტორიაზე არაგონივრული იყო, არის და იქნება ჩაატარო ნებისმიერი ტიპის საპროტესტო აქცია, იქ, სადაც არიან სხვა პაციენტებიც და სააკაშვილიც ამ მდგომარეობაშია, იქ როგორ უნდა ჩაატარო საპროტესტო აქცია? თუ მიხეილ სააკაშვილს ქონდა ასეთი რეაქცია, საერთოდაც არ მიკვირს.

ინგა გრიგოლია:

–გიული ალასანიას დღევანდელი განცხადება – რატომ ჩათვალა მესამე პრეზიდენტის დედამ, მოეწოდებინა პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან თავის შეკავება? ვისკენ იყო ეს მოწოდება?

ნიკა მელია:

–მაქვს ჩემი სუბიექტური აზრი, მაგრამ თავს შევიკავებდი, დავძენდი, აუცილებელია, ყველამ ვირწმუნოთ იმ რეალობის, რა რეალობაშიც ახლა მიხეილ სააკაშვილია. ძალიან მძიმე რეალობაა და გარღვევაა საერთაშორისო დონეზე არ იყო ადვილი საქმე. მისია ახლა წარმატებით უნდა დასრულდეს, რომ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ…

Cesko