“დღეს ქართველმა მეომარმა რუსული რაკეტების ქვეშ უკრაინელ ქალზე იქორწინა” – სასიხარულო ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან

0
535
34 Views

ჟურნალისტი, ზაირა მიქაუტაძე ქართველი მეომრისა და უკრაინელი ქალის სიყვარულის ისტრორიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ლაშა აბუთიძესა და მის რჩეულს აცნობს.

“ეს ქუთაისელი ლაშა აბუთიძეა, ხერსონის კონტრშეტევისას გავიცანი. 21 აგვისტოს, დილის ხუთ საათზე, მარკთან ერთად ვნახე დნიპროს მატარებლის სადგურში. ხელი გავუწოდე და გამარჯობა ქართულად ვუთხარი. ქართველის ნახვის მოულოდნელობა და სიხარული ერთად აღებეჭდა სახეზე. “ქართველ პარტიზანებთან” მიდიოდა ისიც. რამდენიმე დღის წასული იყო. შესვენებისას, როგორც კი პატარა დროს გამონახავდა, მაშინვე გულისსწორთან გარბოდა. ვინიცელი ტატიანა დოვგალუკი ომში გაიცნო ლაშამ. სიყვარული ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა, რაც მათ ომის ქარცეცხლში უნახავთ. დღეს ქართველმა მეომარმა რუსული რაკეტების ქვეშ უკრაინელ ქალზე იქორწინა. მშვიდობა და გამარჯვება ამ არაჩვეულებრივ წყვილს და მათ უკან მდგარ მშობლიურ ქვეყნებს _ საქართველოს და უკრაინას. ულევი სითბო და სიყვარული, სიმრავლე და ზღვა ბედნიერება მათ”, – წერს მიქაუტაძე.

Cesko