მანქანა გადაბრუნდა და გადმოხტომა ვერ მოასწრო… 19 წლის ბიჭი იქვე დაიღუპა – ვინ არის გარდაცვლილი და სად მოხდა ტრაგედია?

November 25, 20:07
0
920

სოციალურ ქსელში 19 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. 19 წლის თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. სოციალური ქსელის მომხარებლის, მარიამ გოიჯაშვილის ინფორმაციით, მანქანა გადაბრუნდა და მან გადმოხტომა ვეღარ მოასწრო.

„თოკო, როგორ დავიჯეროთ, რომ აღარ ხარ როგორ. ნეტა ცოცხალი იყო.

თოკო, ჩვენო პოზიტიურო და ღიმილიანო ბიჭო. ეს რა გაგვიკეთე, ჯერ ხომ 19 წლისაც არ იყავი, თოკო. ვერ ვიჯერებ რომ აღარ ხარ. შენ ხომ გიოს ნათლია უნდა ყოფილიყავი, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი, თოკო, ეს, რაქენი, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჩვენ რა უნდა ვქნათ ახლა უშენოდ? როგორ დაგვადუმე ყველა. მარტო ცრემლებიღა შემოგვარჩინე თვალზე და დაგვიტოვე საოცარი სიყვარული და მოგონებები. მიჭირს შენზე წარსულში საუბარი. არ მჯერაა, თოკო, არ მჯერაა. გუშინ ერთად არ ვიყავით? ასე უცებ სად გაქრი, სად წახვედი, იმით ვიმხნევებ თავს, რომ ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიყავს, მაგრამ ჯერ ხომ ძალიან ძალიან ადრე იყო. ნათელში იყოს შენი წმინდა სული. ძალიან, ძალიან მომენატრები და ძალიან მიყვარხარ.” – წერს მარიამ გოიჯაშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო: მიქს მეტრონომი

 

Cesko