ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსი რუსეთ-უკრაინის ომში უშუალოდ არ მონაწილეობს – ცოცხალი ძალა იქ არ შეგვყავს და არავის ვკლავთ

0
355
30 Views

ბელარუსი რუსეთ-უკრაინის ომში უშუალოდ არ მონაწილეობს, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. მისივე თქმით, ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვა სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.

„არასდროს უარვყოფდი, რომ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ბევრი სხვა მიმართულებით ვმონაწილეობთ, თუმცა ცოცხალი ძალა იქ არ შეგვყავს და არავის ვკლავთ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მანამდე ევროპარლამენტმა, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობა, ლუკაშენკოს ხელისუფლებას ისევე ეკისრება, როგორც პუტინის რეჟიმს და ამისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.

Cesko