გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უნდა განაგრძონ შეტევა ზამთარში, რათა ბრძოლის ველზე თავიანთი უპირატესობებით ისარგებლონ.
როგორც უოლესმა The Daily Beast-ს განუცხადა, სწორედ ასეთ რჩევას მისცემდა თავის უკრაინელ კოლეგებს, რომლებსაც თითქმის ყოველ კვირა ესაუბრება.
„უკრაინელების წვრთნის, აღჭურვილობისა და მათი პირადი შემადგენლობის მაღალი ხარისხის უპირატესობების გათვალისწინებით დემორალიზებული, ცუდად გაწვრთნილი და არასაკმარისი აღჭურვილობის მქონე რუსების წინააღმდეგ, უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში“, – განმარტა ბრიტანელმა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე მიიღეს ზამთრის ფორმის 300 000 კომპლექტი.
„მათ აქვთ 300 000 ერთეული ზამთრის საბრძოლო კომპლექტი საერთაშორისო საზოგადოებისგან – რაც აუცილებელი მოთხოვნაა ნებისმიერი ზამთრის შეტევისთვის, ”- ხაზგასმით აღნიშნა მან.