27 Views
ჟურნალისტი, თამარ მამაცაშვილი თბილისში მომხდარ ავარიას, რომელსაც „გლოვოს“ კურიერი ემსხვერპლა სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„გუშინ “გლოვოს” კურიერი მანქანას შეეჯახა და გარდაიცვალა…
ჯერ სულ ახლგაზრდა…
იქნებ ჩემთანაც რამდენჯერ მოსულა… თავზე ჩაფხუტით…
სულ სტრესი… სულ დაძაბულობა…
ალბათ რამდენჯერ:
სად იყავიო აქამდე – ვიღაცამ შეუღრინა კართან მორიდებით მდგომს…
ბოდიში მოუხადა, მაგრამ გულში მდუღალე ცრემლი გადაყლაპა…
მერე იქნებ ობიექტიდან დაურეკეს – დროზე მოდი, გვიანდებაო…
ახლავეო – და გაიქცა…
გაიქცა, რომ საყვედური არ მიეღო… სულ ამას ცდილობდა, მაგრამ მაინც… ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანები იშვიათად იმეტებდნენ თბილ სიტყვებს… ან იქნებ საერთოდაც არ იმეტებდნენ…
ის კი დარბოდა… დარბოდა… რომ ყველასთან მიესწრო… ყველა კმაყოფილი ყოფილიყო…
ვეღარ მოერია… და გაფრინდა…
რატომ ვწერ ამას? ხშირად გვავიწყდება, ან იქნებ საერთოდ არ გვახსოვს, რომ კართან მორიდებით ატუზული ჩაფხუტების უკან ადამიანები დგანან… გამუდმებული სტრესის ქვეშ მცხოვრები ადამიანები, უხშირესად სულ ახალგაზრდები… სიცოცხლით რომ უნდა ლაღობდნენ, იმ ასაკისანი…
თბილი სიტყვა მაინც დავახვედროთ ხანდახან, სხვა თუ არაფერი შეგვიძლია…
მადლიერება ვაგრძნობინოთ…
რობოტებად ვიქეცით და ეს ურთიერთობებიც ვალდებულებამდე გვაქვს დაყვანილი…
მას ხომ უხდიანო? და მხოლოდ ეს არის?
ადამიანობა? სად არის ჩვენი ადამიანური ურთიერთობა?
არსად აღარ არის… არსად…“ – წერს თამარ მამაცაშვილი.