29 Views
მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ, საუდის არაბეთში 23 ნოემბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.
საუდის არაბეთის ოფიციალური მედიასაშუალება Saudi Press Agency-ის ცნობით, 23 ნოემბერს საჯარო და კერძო სექტორის ყველა თანამშრომელს დასვენების დღე ექნება. მოსწავლეებს ასევე არ მოუწევთ გაკვეთილებზე დასწრება.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ მატჩში საუდის არაბეთმა არგენტინა 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი არგენტინელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი საუდელებმა 5-წუთიან მონაკვეთში ორი ბურთის გატანა შეძლეს და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.