„კრამერი კრამერის წინააღმდეგ” შესანიშნავი ფილმია. ყველა იმ ოსკარს იმსახურებს, რომელიც მიიღო. კრამერი საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ სამწუხარო ამბავია

0
372
23 Views

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე Twitter-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და პარალელს რობერტ ბენტონის ფსიქოლოგიურ დრამასთან ,,კრამერი კრამერის წინააღმდეგ” ავლებს.

როგორც ლევან ქარუმიძე წერს, ფილმისგან განსხვავებით, რომელიც ოსკარის 5 ნომინაციაშია გამარჯვებული ,,კრამერი საქართველოს წინააღმდეგ”, მხოლოდ სამწუხარო ამბავია, რომელიც ,,ოქროს ჟოლოს” ნომინაციასაც კი არ იმსახურებს, რომლითაც ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარისტს, რეჟისორს, თუ კომპოზიტორს აჯილდოებენ.

„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დიდებული ფილმია. ის იმსახურებს ყველა მიღებულ ოსკარს. კრამერი საქართველოს წინააღმდეგ უბრალოდ სევდიანი ამბავია. ის ოქროს ჟოლოზე წარდგენასაც კი არ იმსახურებს“, – წერს ქარუმიძე.

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებზე სანქციების დაწესებას ითხოვს. მისი თქმით, „ამჟამად, სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის“.

 

Cesko