“ეს სწორედ ის ბრბოა, ვინც რომელიმე სასულიერო პირის ჯიპზე ან ოქროს ჯვარზე ფართხალს და დუჟების ყრას იწყებს …” – ნანა რეხვიაშვილი “პრაიმჰაუსის” მაყურებლებზე

0
595
24 Views

თავისთავად პრაიმჰაუსი და მსგავსი შოუები, სადაც არაადეკვატური ადამიანები ჰყავთ შეყრილი და ფულის გულისთვის ათას საშინელებას აკეთებინებენ, არაა იმდენად დიდი პრობლემა, როგორც ის ადამიანები, ვინც ეკრანს მიჯაჭვული ამ მარაზმს უყურებს და თავის სიმპათია-ანთიპათიას გამოხატავს კომენტარებით და ლაიქებით.

ეს სწორედ ის ბრბოა, ვინც რომელიმე სასულიერო პირის ჯიპზე ან ოქროს ჯვარზე ფართხალს და დუჟების ყრას იწყებს პირიდან და ამავე დროს ბედნიერი ზის და განიხილავს ერთ სივრცეში შეყრილი, ყოველგვარ ადამიანურს მოკლებული არსებების “ცხოვრებას” და ამასთან ერთად ფულს იხდის ამ სანახაობაში ისე, რომ აზრზე ვერ მოდის.

ეს შოუები ერთგვარი ტესტია იმისთვის, რომ გაიგონ ადამიანად დაბადებულ არსებას რა პირობებში და რამდენ ხანს შეუძლია რომ გაძლოს თავისუფლების და პროგრესის სახელით.

სწორედ ამიტომ მოგვიწყვეს მთელს კაცობრიობას ის ნიღბების შოუ რასაც ლოქდაუნი ერქვა.

ნანა რეხვიაშვილი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

Cesko